Friday, May 19, 2017

კომპოზიციის აგების 7 წესი და იდეები ფოტოგადაღებისთვის





როგორ ფიქრობთ რატომ არის მოგზაურობის ამსახველი ფოტოები განსაკუთრებით შთამბეჭდავი? ბუნებრივია ყველას სხვადასხვა რეაქცია და ესთეტურობის შეგრძნება აქვს. თუმცა, არსებობს რამდენიმე ძირითადი ინგრედიენტი, რომელთა შერწყმით იქმნება შესანიშნავი გამოსახულება.  ესაა: საინტერსო ობიექტი, ემოციური იმპულსი, სწორად შერჩეული კამერის რეჟიმი და ძლიერი კომპოზიცია. წესები შესაძლოა სხვადასხვა იყოს. თქვენი ობიექტი  და ისტორია, რომლის თხრობაც გსურთ,  თავად მიგანიშნებთ თუ რომელი კომპოზიციური წესის გამოყენებაა საჭირო. რა თქმა უნდა წესები ხანდახან დარღვევასაც მოითხოვს. ამჯერად, გთავაზობთ კარგად დაბალანსებული ფოტო კომპოზიციის შექმნის რამედნიმე იდეას, შემდეგ ნაწილში კი ვისაუბროთ თუ როგორ დავარღვიოთ ყველა წესი ერთად. 


1.     მესამედების წესი

მესამედების წესი ერთ-ერთი საკმაოდ ხშირად გამოყენებადი და პირველია რასაც დამწყები ფოტოგრაფები სწავლობენ კომპოზიციების აგებისას. ესაა ობიექტის ცენტრიდან (ე.წ “dead center“) ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით  გადატანა-გადანაცვლება  მესამედებად დაყოფილი ბადის საშუალებით. სასურველი შედეგისთვის უმჯობესია თუ ობიექტს მოვათავსებთ ერთ-ერთ ხაზზე ან მათი (ხაზების) გადაკვეთის წერტილში. შედეგად ვიღებთ უფრო დინამიურ და ვიზუალურად საინტერესო გამოსახულებას.  



იგივე წესი ვრცელდება როდესაც კადრში შემოდის ჰორიზონტი. შეეცადეთ დაამთხვიოთ იგი თქვენს ერთ ერთ ხაზს სამეულიდან. ამითი გამოვკვეთთ მიწის ზედაპირს (ან წყლისას) ან ცას. გააჩნია რა ეფექტის მიღება და რისი გადმოცემა გსურთ ფოტოს საშუალებით.





      2. სიმეტრიული კომპოზიცია

საინტერესო არქიტექტურა მოხვდა თქვენს ობიექტივში თუ ესაა ანარეკლი ტბიდან, გამოიყენეთ სიმეტრიული კომპოზიციის მეთოდი, რომელიც გაამყარებს ხაზებს და გახდის გამოსახულებას უფრო ძლიერს. ეკრანზე არსებული ბადე დაგეხმარებათ  საგნების  მეტი სიზუსტით განლაგებაში გადაღებისას. სიმეტრიული გამოსახულებები ერთგვარი სტაბილურობის,  სიმყარის და ბალანსის შეგრძნებას ტოვებს.  





    3.  ხაზები/დიაგონალები/მრუდები

თუ ისწავლით როგორ დაინახოთ კომპოზიციის ელემენტები, მათი საუკეთესოდ გამოყენების უნარებსაც აითვისებთ. ეძებეთ ხაზები, დიაგონალები/მრუდები. დიაგონალების გამოყენება გამოსახულებას უფრო დინამიურს ხდის. და ძლიერ შთაბეჭდილებასაც ახდენს მაყურებელზე. 








4. მიმართულების მქონე ხაზები

მას შემდეგ, რაც აღმოაჩენთ ძირითად ობიექტს, დააკვირდით და მოძებნეთ ხაზები, რომლებიც გარკვეულ შინაარსს მიანიჭებს გამოსახულებას და მაყურებლის ყურადღების ველში მოაქცევს თქვენთვის მნინელოვან საგანს ან ობიექტს. ვიწრო ქუჩები, მოაჯირები, გალავნები,  ქუჩების რიგი - ნებისმიერი ერთ წერტილში თავმოყრილი ან მიმართულების მქონე ხაზი შესაძლოა გამოგადგეთ ამ ეფექტის მისაღებად.






     5. სამკუთხედები

თუ თქვენი კომპოზიცია შედგება სამი ძირითადი ელემენტისაგან და შესაბამისად იყენებთ დინამიური სამკუთხა კომპოზიციის წესს, რაც შეიძლება გაამარტივეთ და მოაშორეთ ზედმეტი ნაწილები ან საგნები მხედველობის არეს.





6. გამრუდება


თუ ფართო კუთხიანი ან ე.წ „fisheye“ - "თევზთვალა ლინზა" გაქვთ, მიმართეთ ხაზები გამოსახულების პროპორციების გამრუდების ეფექტისთვის. არქიტექტურის ან პეიზაჟის შემთხვევაში, როცა ძლიერი გრაფიკული ელემენტები შემოდის ეს ხერხი განსაკუთრებით კარგად მუშაობს. რასაც ვერ ვიტყვით ადამიანების და მათი პორტრეტების გადაღების დროს. 






7. ჩარჩო ჩარჩოში

ბუნებრივი ფორმები უფრო თვალშისაცემს ხდიან საგნებს, თქვენი ობიექტივიდან მაყურებლისთვის. ჩარჩო არ გულისხმობს გამოსახულების  ოთხივე მხრიდან არსებული სივრცეების გადავსებას. ორი ან სამი საინტერესოდ დატვირთული მხარეც საკმარისია ზოგჯერ. 




სავსებით მისაღებია კომპოზიციის რამდენიმე წესის ერთად თამოყრა უკეთესი ეფექტისთვის. მაგალითად, გაშუალებული - ცენტრში მყოფი ობიექტი მიმართულების მქონე ხაზებითურთ, ან მესამედების წესს + დიაგონალები. გაავარჯიშეთ თვალი რომ ადვილად შენიშნოს ის ელემენტები რაც გჭირდებათ გამოსახულების გასაუმჯობესებლად. 

შექმენით და გაგვიზიარეთ! 


თარგმანი: მარიამ ფედროვი



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...