Monday, May 22, 2017

კომპოზიცია და ხაზების ძალა ფოტოგრაფიაში





ფოტოგრაფიაში ხაზები ყველგანაა. ხაზების სწორმა გამოყენებამ თქვენს კომპოზიციას შესაძლოა სიღრმე, ან დინამიურობა შესძინოს. ნება მომეცით გაჩვენოთ რას ვგულისხმობ. შეხედეთ შემდეგ ფოტოს:


ეს კარგი პეიზაჟია. მომწონს, მაგრამ აქ განსაკუთრებული არაფერია. ვფიქრობ სიღრმის განცდა აკლია. ახლა ეს ამ პეიზაჟს შევადაროთ:


ხედავთ მასთან შედარებით როგორ სამგანზომილებიანად გამოიყურება? კომპოზიციაში ხაზები სიღრმის ილუზიას ქმნის. თითქოს სადღაც შორს ქრებიან და მანძილის და სივრცის გრძნობას ქმნიან. მე ეს ხაზები მოვნიშნე და შეძლებთ ნათლად დაინახოთ:


თუმცა ყველა პეიზაჟს არ აქვს ასე ადვილად საპოვნელი ხაზები. ხშირ შემთხვევაში ისინი მეტად დახვეწილია. ამ პეიზაჟზე წინა პლანზე კლდის სამკუთხედი ფორმები თითქოს ისრის მსგავსია, რომელიც სივრცეში კუნძულზე და მზის ჩასვლაზე მიუთითებს:


ეს თითქოს უფრო განზრახული ხაზის შემთხვევაა, ვიდრე ბუნებრივის. კლდის ფორმები ვიზუალური ნიშანია, რომელიც თვალს ჰორიზონტზე უხილავი ხაზების გასწვრივ მიმართავს:


მოდით იგივე ფოტოს განსხვავებულად შევხედოთ. ჰორიზონტმა ძლიერი ჰორიზონტალური ხაზი შექმნა. რა მოხდება თუ ფოტოს პანორამულად მოვჭრით? ამ შემთხვევაში ფოტოს ,,გრძნობა“ სრულიად განსხვავებულია. ჰორიზონტალური ხაზები თვალს ერთი მხარიდან მეორისკენ მიმართავს და სტაბილურობის და სიმშვიდის შეგრძნებას ქმნის.



ვინაიდან ორიგინალ ფოტოში ნაგულისხმევი ხაზები ქმნის მოძრაობის გრძნობას, კომპოზიცია უფრო დინამიურია. აქ ასეთი პრინციპებია:

  • თუ გსურთ მშვიდი და წყნარი პეიზაჟის შექმნა, ჰორიზონტალური ხაზები გამოიყენეთ.
  • თუ გსურთ უფრო ამაღელვებელი და დინამიური პეიზაჟი, მაშინ დიაგონალური ხაზები გამოიყენეთ.
  • ლანდშაფტის ფოტოგრაფიაში ფართოკუთხიანი ლინზები ყურადღებას ამახვილებს ხაზებზე, რომლებიც წინა პლანიდან ჰორიზონტისკენ მიუძღვება.

ხაზები პეიზაჟის გარეთ

ხაზები პეიზაჟებზე მეტად საგნებზე მოქმედებს. თქვენ უნდა ავარჯიშოთ თვალი, მოძებნოს ხაზები და შემდეგ გაერკვეს, როგორ გამოიყენოს იგი კომპოზიციაში. დაიმახსოვრეთ, ხაზები აუცილებლად სწორი არ არის. ისინი შეიძლება მოხრილი იყოს და ნაგულისხმევი. იხილეთ ფოტო რომელიც გადავიღე ძალიან ძლიერი დიაგონალური ხაზით, რომელიც დინამიურ, საინტერესო კომპოზიციას ქმნის:



მომდევნო ფოტოზე გამოყენებულია ძლიერი ვერტიკალური ხაზი. წითელი ნიშნების ფორმებით შექმნილი ხაზი გამოხატულია ხის კედელში გაკეთებული ხაზებით. წითელი სიმი კიდევ ერთ ხაზს ქმნის, რომელიც დანარჩენ ხაზებს კვეთს. ამჩნევთ რომ ვერტიკალური ხაზი საერთოდ არ არის ისეთივე დინამიური, როგორც წინა ფოტოზე დიაგონალური ხაზები?



ხაზები პორტრეტში

ხაზებს ყველაზე ხშირად ლანდშაფტის ფოტოგრაფიაში იყენებენ, მაგრამ პორტრეტებში უნდა გამოვიყენოთ? კი, მე ვფიქრობ ეს არის ხაზების დახვეწილი გამოყენების შემთხვევა. ამ მაგალითში, ქალის მკლავები ხაზებს ქმნის, რომლებიც თვალს სახისკენ მიმართავს:


ხაზები ტონალური კონტრასტით არის შექმნილი - მკლავები ღია ფერისაა და შავი კაბისგან და უკანა ფონისგან მკვეთრად განსხვავდება.


დასასრულს

ხაზები ჩვენს გარშემო ყველგანაა და ძალიან გამოსაყენებელი ხელსაწყოა ძლიერი კომპოზიციური ფოტოების შესაქმნელად. ერთი გზა ხაზების შესაქმნელად, არის ფოტოებში კომპოზიცია ისეთი მარტივი იყოს, როგორც შესაძლებელია. გადატვირთულ ფოტოზე ბევრი რამაა, რამაც შეიძლება ყურადღება გადაატანინოს მნახველს ისეთი ელემენტებიდან, როგორიც ხაზია. კომპოზიციის გამარტივება ხაზების მსგავს ელემენტებს უფრო ძლიერს და ეფექტურს ხდის.




თარგმანი: ნინო კაპანაძე
წყარო: https://digital-photography-school.com/composition-and-the-power-of-line/



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...