Tuesday, May 2, 2017

რჩევები, თუ როგორ გამოიყენოთ ბუნებრივი ჩარჩო კომპოზიციის გასაუმჯობესებლად

არსებობს კომპოზიციური ტექნიკის განსაზღვრული გასაღებები, რომელთა გამოყენებაც მეტად ლამაზი და ამაღელვებელი ფოტოების შექმნაში დაგეხმარებათ. აქედან ერთი ყველაზე ფართოდ ცნობილი - ბუნებრივი ჩარჩოა, რომელიც სიფრთხილეს და გააზრებას საჭიროებს. თუ ჩარჩოს სწორად გამოიყენებთ უზომოდ შთამბეჭდავ და ელეგანტურ ფოტოებს შექმნით. ასტატიაში მოცემულია რამოდენიმე რჩევა.


ბუნებრივი ჩარჩო არის, რაიმე ელემენტი რომელსაც ფოტოში გადასაღები ობიექტის ჩარჩოში მოსაქცევად იყენებთ. ის თვალს ფოტოსკენ მიმართავს და ნამდვილ საგანს ხაზს უსვამს.

ეს შიდა ჩარჩო შესაძლოა უამრავი რაღაცის გამოყენებით შეიქმნას, რომელსაც ყველგან მოძებნით - ტოტები, თაღები, გვირაბები, კარებების ჩარჩოები და ა.შ. ასევე ისეთი რაღაცეების გამოყენებაც შეგიძლიათ, რაც მყარი არაა, მაგ: სინათლე, ჩრდილები, წვიმა, ნისლი და სხვა. არ აქვს მნიშვნელობა რას გამოიყენებთ.

როდესაც ჩარჩოს სწორად აკეთებთ, ის ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს მას კარგად, ასე რომ თუ შეძლებთ მასში დახელოვნებას, ფანტასტიური კადრების შექმნას შეძლებთ.



რატომ უნდა გამოიყენოთ ბუნებრივი ჩარჩო:

  •  ის ადვილად იზიდავს მნახველის თვალს ფოტოსკენ და ხაზს უსვამს საგანს.
  • იგი აცალკევებს და მიჯნავს საგანს გარემოსგან.
  • მას ფოტოს წესრიგის და სტრუქტურის შეგრძნება მოაქვს - თვალს კი წესრიგი უყვარს.
როდის უნდა გამოიყენოთ ბუნებრივი ჩარჩო:


  • დამალოთ ერთფეროვანი ცა (ჩემი ფავორიტია).
  • ფოტოს სიღრმე დაამატოთ - განსაკუთრებით მაშინ, თუ ობექტი ჩარჩოში მოძრაობს და ფოკუსში არაა.
  • ფოტოზე კონტრასტული ელემენტების დასამატებლად მისი დაპატარავების გარეშე.
  • სტრუქტურის შესაქმნელად.
  • "თავადშექმნილი“ განწყობის შესაქმნელად, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკმაოდ მარტივ და უბრალო ფოტოს იღებთ, ჩარჩო სიღრმის მიცემაში დაგეხმარებათ.




ტრადიციულად ჩარჩო საგნისგან ნათლად გამოკვეთილი უნდა იყოს, რომ მნახველის თვალი არ დააბნიოს. თუმცა გაჩვენებთ ერთ ფოტოს სადაც ასე არ გავაკეთე და ფოტო მაინც კარგია. გეტყვით როგორ გამოიყენოთ ეს ხერხი სადაც გსურთ - როგორ მივცეთ მას საშუალება ფოტოების გაუმჯობესება შთაგვაგონოს.

წესები იმისთვისაა, რომ მიჰყვეთ და დაარღვიოთ

ადამიანები ან ძალიან მისდევენ, ან ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც წესად და კანონად არის მიჩნეული .

,,კომპოზიციის წესებში კონსულტაციის გავლა ფოტოს გადაღებამდე არის იგივე, სეირნობის წინ გრავიტაციის კანონებს რომ გადახედოთ“ - ედუარდ ვესტონი

თუმცა მე წესებს დიდად არ ვიყენებ, რადგან ასე ჩემი ფოტოები ყველას ფოტოს დაემსგავსება. არ მისცეთ წესებს საშუალება ყუთში მოგამწყვდიონ. ისინი დიდებული საწყისია ფოტოგრაფიისათვის, ან თქვენი ხედვის გასაახლებლად. ასე რომ დაიწყეთ კომპოზიციის შექმნა განსხვავებული მეთოდებით.


დასაწყისში ბევრს ვმუშაობდი კომპოზიციის ტექნიკის კარგად გაცნობაზე, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, რაც მათ მივეჯაჭვე,  დავიწყე ჩემი სტილის განვითარება ამ ხერხების გამოყენებით.

გირჩევთ, ყველა ამ ხერხზე და წესზე, როგორც საშუალებაზე ისე იფიქროთ, ელემენტები ფოტოში განსხვავებულად დაინახოთ და ისწავლოთ. ჩემს სემინარებზე შევამჩნიე, რომ ადამიანებისთვის ყველაზე ძნელია დაშალონ სამყარო ელემენტებად და შემდეგ ისწავლონ, როგორ მოუყარონ თავი ამ ელემენტებს საოცარი კომპოზიციის შესაქმნელად.

ბუნებრივი ჩარჩო დამატება არაა

ბუნებრივი ჩარჩო ერთ-ერთი რთულად შესასრულებელი წესია. ჩემი აზრით, ბევრმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს იგი, რათა დამღლელი პეიზაჟი მეტად საინტერესო გახადონ. თუმცა ჩემთვის, თუ საგანი დამღლელია ვერანაირი ხერხი ვერ გამოაცოცხლებს მას. ჩარჩო, როგორც დამატებით საინტერესო ელემენტი ისე უნდა გამოიყენოთ და არა როგორც დამღლელი სცენის საფარი (უბრალოდ მოძებნეთ “natural framing” გუგლში და ნახავთ რას ვგულისხმობ).


აღმოვაჩინე, რომ ბუნებრივი ჩარჩო, როდესაც თავისუფალი შესაძლო ინტერპრეტაციით იყენებ, ყველაზე საინტერესოა. მან ფოტო უნდა გააძლიეროს და იგრძნობოდეს, რომ კომპოზიციის ბუნებრივი ნაწილია.

,,არ არსებობს უკეთესი დრო ცუდი კომპოზიციის მოსაჭრელად, ვიდრე დრო, სანამ ჩამკეტის გათავისუფლებას დააჭერთ თითს“ - ბრაიან პეტერსონი

ამ რჩევებთან ერთად დროა დავისვენოთ, გავერთოთ და გავმხიარულდეთ!

შექმენით თქვენი ჩარჩო



იმისათვის, რომ ფოტო კარგი გამოვიდეს, არაა აუცილებელი ჩარჩო მის ოთხივე მხარეს იყოს, ფაქტობრივად მოგიწოდებთ, რომ ასე არ ქნათ. ვფიქრობ, ჩარჩო ფოტოს ორ ან სამ მხარეს უფრო ხშირად თვალისთვის მეტად ბუნებრივად და სასიამოვნოდ გამოიყურება. თუმცა ყველა რეკომენდაცის მსგავსად - თავად მიიღეთ გადაწყვეტილება.

ზემოთ მოცემული ფოტო ალბათ ბუნებრივი ჩარჩოს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ინტერპრეტაციაა. შენობის ზედა მხარე ტოტებით და ფოთლებით მოვათავსე ჩარჩოში და ღობის სილუეტი დაბლა. ორი მნიშვნელოვანი რამ ფოტოში, რაც უნდა აღვნიშნო:


  • როდესაც ჩარჩო ფოკუსს გარეთაა, ფოტოს სიღრმის განცდას ამატებს.
  • ჩარჩო სხვადასხვა ელემენტებისაგან შეგიძლიათ გააკეთოთ: მე ორი განსხვავებული ელემენტი ავირჩიე, ოღონდ ერთნაირი ფერის და ორივეს საინტერესო ფორმა აქვს, ამიტომ მათ საერთო ხასიათი აქვთ.
დამალული მოსაწყენი ცა



ზედა ფოტოზე მინდოდა გადამეღო განათებული გუმბათი და ამომავალი მზე. თუმცა ეს საინტერესო ფოტოსთვის საკმარისი არ იყო. ლამაზი, დაუსრულებელი ცა იყო, ამიტომ ზემოთ შიშველი ტოტების სილუეტი დავამატე. ბუნებრივი ჩარჩოს კომპოზიციისათვის გამოვიყენე ბევრი ბუჩქი. ამ შემთხვევაში მომწონს თუ როგორ ქმნიან ისინი ამ ლამაზ, ველურ, ქაოსურ ნიმუშს ძალიან სუფთა და კაშკაშა გუმბათის თავზე. შემდეგ ცოტა ფოთლების თაიგულიც დავამატე დაბლა ფოტოს დასაბალანსებლად.

მიყვარს ჩარჩოსთვის ისეთი ელემენტების გამოყენება, რომელთაც დიდებული ტექსტურა აქვთ - ისინი სიღრმეს მატებენ ფოტოს. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, კარგად და ნათლად დაგეგმეთ ისე, რომ ადამიანებმა შეძლონ დანახვა, რის გაკეთებას ცდილობთ. ეს ფოტო მარტივი კონტრასტული ფორმების შესახებ არის და ბუნებრივი ჩარჩო ქმნის მას ლამაზად გაწყობილ ფოტოდ, რომელიც აგებულია არსებული ელემენტებისგან.


ასე რომ, მას შემდეგ რაც კონცეფციას ჩაეჭიდებით, შეგიძლიათ დაიწყოთ ამ ხერხის გამოყენება სხვადასხვა გზებით - გაერთეთ!

თქვენ აკონტროლებთ, თუ როგორ უნდა დაინახოს მნახველმა ფოტო

ბუნებრივი ჩარჩო კარგი გზაა იმის დასამახსოვრებლად, რომ თქვენ აკონტროლებთ მნახველის თვალს, როგორ დაინახავს ფოტოს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია ფოტო, თვალი სრულ ფოტოს მაშინვე ვერ ხედავს. თვალი შეხედავს ფოტოს ერთ ნაწილს და შემდეგ მიმოიხედავს ირგვლივ იმის მიხედვით, თუ როგორაა ელემენტები განლაგებული. თქვენი, როგორც ფოტოგრაფის სამუშაოა, თვალის მართვა.


აქ წმინდა პოლის ტაძარი გამოსახულია ფოტოს ცენტრში, თუმცა მის ირგვლივ არის შენობები, მანქანები, ქუჩები და სხვა. როდესაც პირველად შეხედავთ ფოტოს ყველა სხვა დეტალი ერთიანად გარდაიქმნება და ტაძრისთვის ბუნებრივ ჩარჩოს ქმნის. შემდეგ კი თანდათან დეტალების შემჩნევას იწყებთ და ფოტო განსხვავებული ხდება.

ეს ფოტო კარგი მაგალითია იმის, როგორ შეგიძლიათ ჩარჩოს გამოყენებით შექმნათ წესრიგი ძალიან გადატვირთულ სცენაშიც კი და მნახველს ფოტოსკენ გზა მისცეთ. ეს აგრეთვე კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ მოძრაობს თქვენი თვალი ფოტოს გარშემო.

ჩარჩო ერთ მხარეს.

შესაძლებელია გააკეთოთ ჩარჩო ცალ მხარეს და მან იმუშაოს! ქვემოთ ფოტოზე, მიუხედავად იმისა, რომ ფოთლები მხოლოდ დაბლაა განთავსებული დიდებულ ეფექტს ქმნის და თვალს მთვარისკენ და თავისუფლების ქანდაკებისკენ მიმართავს. ამიტომ, იგი შეესაბამება პრინციპს, თვალი ფოტოზე პირდაპი რეალური საგნისკენ მიმართოთ.


ქვემოთა ფოტოზე ხედავთ ჩარჩოს, რომელიც ფოტოს კუთხეს კვეთს. ასე რომ ის დახვეწილად მიმართავს თქვენს თვალს საგნისკენ - ამომავალი მზისკენ და ტაუერის ხიდისკენ. მე ვვარაუდობ, რომ დაბლითა ელემენტები მეორე ჩარჩოს ელემენტს ქმნიან და ჩარჩოში სვავენ მზეს. თქვენ რას ფიქრობთ?


როდესაც ვიღებ ფოტოს დიდი ცით - რომელიც ჩემი საყვარელი საგანია - ის, რასაც ხშირად ვაკეთებ არის გადავიღო მაშინ, როდესაც ცაზე პატარა საგნები ჩნდება, როგორც ზემოთ ფოტოზე. თუ ახლოდან დააკვირდებით შეძლებთ დაინახოთ ძალიან პატარა თვითმფრინავი. ან ხშირად პატარა ფრინველი გამოჩნდება, ან სხვა შემთხვევითი ობიექტი. ხალხი ხშირად  მეკითხება, რატომ არ ვაცილებ მას ფოტოშოპით, რადგან ის მტვრის ნაწილაკს, ან შეცდომას გავს, მაგრამ მე მიყვარს ეს პატარა მოულოდნელი ელემენტები. მშვენიერია თუ არის რაიმე პაწია ელემენტი, რომელიც თქვენს ფოტოზე ინტერესების ფენას ქმნის, ასე რომ თქვენი მნახველები ერთი შეხედვით ყველაფერს ვერ დაინახავენ. (ან როგორც ანრი კარტიე ბრესონი ამბობდა - ,,პატარა, ადამიანური დეტალები, შესაძლოა ლეიტმოტივი გახდეს“).

ეს კიდევ ერთი ფოტოა, რომელიც ნამდვილად ჩარჩოს ზღვარზეა. თუმცა ვფიქრობ, ის გვიჩვენებს როგორ შეიძლება ითამაშო იდეით (და არაფერია უფრო სახალისო, ვიდრე თამაში ყველა ამ განსხვავებული კონცეფციებით და იდეებით და გახადოთ ისინი საკუთარი).


მე ვუყურებდი ამ ფოტოს და ვფიქრობდი -  ვაუ, მე ადამიანების  ჩრდილების ფოტო გარშემორტყმული მუქი ჩრდილით ჩარჩოში მოვაქციე. ის აკეთებს იმას, რასაც ბუნებრივი ჩარჩო გულისხმობს - ვიყენებთ ჩარჩოს, რათა ყურადღება მივმართოთ ნამდვილი საგნისკენ - ვფიქრობ, ამ ფოტოს შეესაბამება.


გამოიყენეთ მრავალჯერადი ჩარჩო ერთ ფოტოში

ცოტა შეპყრობილი ვიყავი იმ საგნების გადაღებით, რასაც ქუჩაში ვპოულობდი. მიყვარს ძალიან ჩვეულებრივი საგნების გადაღება - საღეჭი რეზინის, ან გზის ხაზის მსგავსი, და ფართო კონტექსტიდან მათი გათიშვა, უბრალოდ მათი ფორმებით გართობა. ეს აგრეთვე მეორე გზაა დაგეხმაროთ პრაქტიკაში, დაშალოთ სამყარო ელემენტებად და მისი აწყობა უფრო მეტად კონსტრუქციული გზით დაიწყოთ.

თქვენ შეგიძლიათ უფრო შორს წახვიდეთ და ფოტოებში ჩარჩო მხოლოდ ნაწილს გაუკეთოთ და არა მთლიანს, როგორც მე მოვიქეცი. ეს შეიძლება მხოლოდ რჩევა იყოს.


მიყვარს პორტრეტებში ძალიან უბრალო ფონის გამოყენება ძლიერი ფერებით. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფონმა არ გადაიტანოს ყურადღება ადამიანისგან, უბრალო ფონი საუკეთესოა. კამერას არ შეუძლია ადვილად შექმნას ფენები, როგორც ჩვენ ვხედავთ გასაოცარი 3D თვალებით. ასე რომ მაგალითად: თუ თქვენ ადამიანს დააყენებთ ხალხის წინ, მიიღებთ ბრტყელ ფოტოს სიღრმის გარეშე.


ამასთან ერთად,  მომწონს როდესაც ფონის ფერი და ტექსტურა შეესაბამება პიროვნებას, შესაძლოა მისი ტანსაცმლით, მდგომარეობით, გამომეტყველებით და ა.შ. ამ პუნქტში ეს ფოტო ჩემი ფილოსოფიის კარგი მაგალითია.

დავუბრუნდეთ ჩარჩოს!

ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ფოტო კარგია, რამოდენიმე ჩარჩოს განზომილების დამატებაა. დიახ, ეს მისი სრულად ტრადიციული გამოყენება არაა, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ, ყვითელი თაღოვანი ფორმა და ლურჯი ზოლები ორივე მხარეს ფოტოს მშვენიერ სტრუქტურას და ფორმას ამატებენ. ასევე გექმნებათ პიროვნების შეზღუდვის შეგრძნება, რაც მის ძლიერ, ამაყ პოზას სასიამოვნოდ აბალანსებს. იგრძნო თავი შეზღუდულად არის რაღაც, რაც შეიძლება ბუნებრივი ჩარჩოთი კარგად გააკეთო და ფოტოს ცნობისმოყვარეობის გრძნობა დაამატო (მას შემდეგ, რაც ადამიანი თავისი პოზით ასეთი ამაყი და ძლიერია, ვერ წარმოიდგენთ რომ ის შეზღუდულია, ხომ ასეა?).

ყველაფერი თქვენს ჩარჩოში შეტყობინებაა



როგორც ფოტოგრაფი, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ რასაც ჩარჩოში ათავსებთ ამბობს იმას, რისი თქმაც გსურთ - რომ ყველა ელემენტი იდეის ჩამოყალიბებაზე და განცდაზე მუშაობს. თუ არ იცით ეს რას ნიშნავს თქვენს თავს კითხეთ:


  • რას ვგრძნობ აქ?
  • რა არის ამ სცენაში ჩემთვის საინტერესო?
  •  რატომაა ის მნიშვნელოვანი?

ეს ის გრძნობებია, რომლებიც თქვენს ფოტოებთან გაკავშირებთ, თუ კარგად შეასრულებთ - ძლიერ კადრებს შექმნით.

ქვემოთ ფოტოზე ჩარჩოში მოვათავსე კოშკი აქეთ-იქიდან შენობებით და ღობით ბოლოში. არსებობდა რისკი, რომ ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო, მაგრამ ნათელმა ლურჯმა ცამ საგნის გარშემო ბუნებრივი სივრცე შექმნა.


თუ ყველა ეს შეგრძნება ახლა ცოტათი ბევრად მეტია არ იდარდოთ, რაღაც პერიოდის მერე ყველაფერი ინსტიქტური ხდება. ფინალურ შენიშვნად, მომწონს როგორც ანრი კარტიე ბრესონი ამბობდა:

,,შენ უბრალოდ უნდა იცხოვრო და ცხოვრება მოგცემს ფოტოებს“.

ეს დიდებული გზაა, რომ იცხოვრო.

ვისურვებდი გამეგო, თქვენ რას ფიქრობთ ბუნებრივ ჩარჩოზე - იყენებთ ამ ხერხს? რას ფიქრობთ აქ მოცემულ მაგალითებზე? არის ეს თქვენთვის ინსპირაციის წყარო, თუ აქამდე არასოდეს გამოგიყენებიათ? თუ გაქვთ რაიმე ფოტო დაპოსტეთ კომენტარებში, სიამოვნებით ვნახავდი.


თარგმანი: ნინო კაპანაძე

წყარო:  https://digital-photography-school.com/tips-for-using-natural-framing-to-improve-your-composition/







4 comments:

  1. ზოგჯერ მიცდია,მაგრამ არაგაცნობიერეულად...უფრო ინსტიქტურად ვაქცევდი ხოლმე კადრს ჩარჩოში :) კიდევ ერთი,"ჩარჩოს" ხსენებაზე,უმრავლესობას ოთხივე მხრიდან ძღუდეთ წარმოუდგება,ამ სტატიიდან ვიგებთ რომ ეს არასწორია. ასე რომ ძალიან კარგი სტატიაა ამ მხრივ :)

    ReplyDelete
  2. მშვენიერი სტატიაა. მადლობა ნინო, თარგმანისათვის.

    ReplyDelete
  3. მადლობა ნინო <3

    ReplyDelete
  4. არაფრის, მიხარია რომ მოგეწონათ :) :) :)

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...