თქვენც გაიგეთ ჭადარი უნდა წაიღონო?
ჭორი დადენილა თურმე თელავიდან ჭადრის გადატანის შესახებ. ცხადია ასეთი ჭორების არ მჯერა. პირიქით, ფაქტებზე დაყრდნობა მიყვარს ხოლმე.
დღეს არქივს ვალაგებდი და ამ ფოტოებს გადავაწყდი, რომელიც გასულ წელსაა გადაღებული. ამ დღეს და კიდევ სხვა ორ დღეს ჭადარს ორი გერმანელი სპეციალისტი უვლიდა და კრეჭდა. საქმე კი ის გახლავთ რომ ჭადრის გამაგრების და შენარჩუნებისთვის ბიბერახმა და გერმანულმა მხარემ ჩვენი დახმარება გადაწყვიტა.
პროცესებში არც ისე კარგად ვარ ჩახედული ამიტომ რამე შეცდომით რომ არ დავწერო ზუსტად როგორ აპირებენ ჭადრის გამაგრებას ამაზე არ დავწერ. ერთი რაც დავინახე ჩვენმა მეგობარმა გერმანელებმა ჭადარს ის ტოტები მოაშორეს, რომლებიც აღარ ვარგოდა და ხეს ამძიმებდა. ანუ ხე "გაკრიჭეს". საოცარი აკრობატული შოუ, რომელიც ყოველწამს ნებისმიერ მაღალი დონის საცირკო სანახაობას გაუწევდა კონკურენციას მთელი დღე გრძელდებოდა. მეც ვიდექი და ყბაჩამოვარდნილი ვუყურებდი.
მერე ძაღლი მოვიდა, თავის ლეკვებს საჭმელი მოუტანა, რომლებიც არცმეტი არცნაკლები ჭადრის ძირში არსებულ ფუღუროში დაეყარა.
მერე ოფიციალების დროც მოვიდა. რა დროსაც მე უკვე წამოვედი. ფოტოები არქივში გადავწერე და სხვა საქმეებს მივხედე. არადა ჯობდა მაშინვე დამემუშავებინა და ეს ამბავი როგორც სიახლე ისე მომეყოლა და არა როგორც ძველი მოგონება. თუმცა ამ პოსტის მიზანი არა სიახლის, არამედ ჭადრის პოპულარიზაციაა.
ბევრი საინტერესო რამ შეიძლება ვიხილოთ და სწორედ ამიტომ ჯობია ხშირად ვესტუმროთ ხოლმე ჩვენ მემატიანე და მრავლისმნახველ 900 წლის ჭადარს.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი
0 comments:
Post a Comment