მესამედების წესი ალბათ ყველაზე კარგად ნაცნობი წესია ფოტოგრაფიულ
კომპოზიციაში.
,,მესამედების კანონი“ არის ერთ-ერთი პირველი რამ, რითაც იზრდებიან ფოტოგრაფები, სწავლობენ რა მას ფოტოგრაფიის გაკვეთილებზე და სწორედ ამიტომ
იგი კარგად დაბალანსებული და საინტერესოდ გადაღებული კადრების საფუძველია.
აქვე მინდა აღვნიშნო, წესების დარღვევა და იგნორირება მიღებული,
თუმცა ეს არ ნიშნავს რომ თქვენი ფოტოები აუცილებლად დაუბალანსებელი და უინტერესო იქნება. ერთხელ ერთმა ბრძენმა ადამიანმა მითხრა, რომ თუ
წესის დარღვევას აპირებთ ჯერ კარგად უნდა შეისწავლოთ იგი, რათა დარწმუნებული იყოთ,
რომ მისი დარღვევა უფრო ეფექტური იქნება.
რა არის მესამედების წესი?
ძირითადი პრინციპი,
რაც მესამედების წესის უკან დგას არის ის, რომ წარმოიდგინოთ ფოტო მესამედებად
დაყოფილი (ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალურადაც) ისე, რომ 9 ნაწილი გამოგივიდეთ. შემდეგნაირად:
გადაღების დროს ეს უნდა გაიაზროთ და განახორციელოთ თქვენი სახედის,
ან LCD ეკრანის საშუალებით, რომელსაც იყენებთ გადასაღებად.
ამ ბადის გააზრებით მესამედების წესი ახლა ფოტოს ოთხ მნიშვნელოვან
ნაწილად გააიგივეთ, რომელიც ინტერესის განთავსების წერტილებად უნდა მიიჩნიოთ, როდესაც
ფოტოს ჩარჩოში სვამთ.
არა მხოლოდ ეს - ის აგრეთვე გაძლევთ ოთხ ,,ხაზს“ რომელიც ფოტოს
ელემენტებისათვის აგრეთვე გამოსაყენებელი პოზიციებია.
თეორია ისაა, რომ თუ თქვენ ხაზების გადაკვეთაში, ან მათ გასწვრივ
ინტერესის წერტილებს განათავსებთ, ფოტო უფრო დაბალანსებული გახდება და მნახველს საშუალებას
მისცემს მეტად ბუნებრივად იურთიერთოს ფოტოსთან.
კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ფოტოს ვუყურებთ თვალები ერთ-ერთ
გადაკვეთის წერტილზე უფრო ბუნებრივად გადიან ვიდრე მის ცენტრში - მესამედების წესის
გამოყენება ასეთი ბუნებრივი გზით მუშაობს ფოტოზე და არა მის წინააღმდეგ.
ზემოთ ფოტოზე ფუტკრის თვალი
ფოკუსის წერტილი ხდება. კიდევ რამოდენიმე მაგალითს გიჩვენებთ:
კიდევ ერთი მაგალითი
ამ ფოტოზე მიზანმიმართულად განვათავსე ამ მამაკაცის თავი ერთ-ერთ გადაკვეთის
წერტილზე - განსაკუთრებით თვალები, რომელიც
პორტრეტში ბუნებრივი ფოკუსის წერტილია. მისი ჰალსტუხი და ყვავილი მეორე ინტერესის წერტილს
იკავებს.
ამ კადრში პიროვნება მთელი ხაზის გასწვრივ მოვათავსე, რაც იმას
ნიშნავს, რომ იგი ცენტრიდან მნიშვნელოვნად მოშორებულია და ამიტომ დამატებითი ინტერესის
წერტილი შევქმენი. ფოტო შესაძლოა ,,უხერხული“ ყოფილიყო, თუ მას ზუსტად ჩარჩოს ცენტრში
განვათავსებდი.
ანალოგიურად, პეიზაჟებისთვის კარგი ხერხია ჰორიზონტის ჰორიზონტალური
ხაზის გასწვრივ განთავსება როგორც ეს მომდევნო ფოტოზე გავაკეთე (წარმოიდგინეთ ხაზები).
ზოგიერთი ფოტოგრაფისთვის მესამედების წესის გამოყენება ბუნებრივი
ამბავია, ბევრ ჩვენგანს კი ცოტა დრო და პრაქტიკა სჭირდება, რათა ბუნებრივად გამოგვივიდეს.
მესამედების წესის სწავლისას (და შემდეგ მისი დარღვევისას) თქვენს
თავს შემდეგი მნიშვნელოვანი კითხვები დაუსვით:
- ამ ფოტოში რა არის ინტერესის წერტილები?
- სად უნდა განვათავსო ისინი შეგნებულად?
კიდევ ერთხელ - გახსოვდეთ რომ წესის დარღვევამ შესაძლოა გასაოცარი
კადრები გამოიწვიოს, ასე
რომ მას შემდეგ რაც მას ისწავლით, ჩაატარეთ ექსპერიმენტი და დაარღვიეთ ისინი რათა ნახოთ,
რას აღმოაჩენთ.
და ბოლოს - მესამედების წესი გონებაში გახსოვდეთ, რათა მოგვიანებით
ფოტოები დაარედაქტიროთ. პოსტ დამუშავების იარაღებს კარგი ხერხები აქვს ფოტოს მოსაჭრელად
და თავიდან ჩარჩოში მოსათავსებლად, ასე რომ ისინი წესებს შეუსაბამეთ. სცადეთ რამოდენიმე
ძველი ფოტოთი, რათა ნახოთ რა გავლენას მოახდენს იგი მათზე.
თარგმანი: ნინო კაპანაძე
წყარო: https://digital-photography-school.com/rule-of-thirds/
0 comments:
Post a Comment