Flea Market თელავში 4 ივნისს გაიმართა და ის 5 ივნისის, გარემოსდაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ორგანიზატორები ორგანიზაცია "CENN" და თელავის პირველი სკოლის ეკო კლუბი იყო.
ბაზრობაზე ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული მეწარმეები თუ ხელოვანი ადამიანები მრავალგვარ ნივთებს ყიდიდნენ. ზოგს საკუთარი ხელნაკეთი ნივთები ქონდა გამოფენილი, ზოგს სხვისი ხელით ნაკეთი, მაგრამ "უცხო" და მიმზიდველი პროდუქცია.
ბაზრობასთან ერთად ანტისტიგმა მოძრაობამ "დაინახე ყველაფერი" კონცერტი და საინტერესო ქუჩის პერფორმანსიც შემოგვთავაზა. განსაკუთრებული გამოვიდა კონცერტი, რომელიც ნადიკვრის ხიდზე კომუნა "ქედელში" მცხოვრებმა შშმ პირებმა შემოგვთავაზეს.
ღონისძიების ვიდეოზე "უცხოგრაფის" სტუდია აქტიურად მუშაობს და მას მალე იხილავთ, მანამდე კი ფოტოკლაჟს შემოგთავაზებთ.
სტატიის და ფოტოების ავტორი: გიო ბეჟანიშვილი
ფოტოედიტორი: დავით კობიაშვილი
0 comments:
Post a Comment