Thursday, June 8, 2017

ფიგურა-ფონის ურთიერთქმედება ქუჩის ფოტოგრაფიაში



ადამ მარელისგან ვისწავლე, რომ ფოტოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, ის თუ რამდენად კარგად ,,იკითხება“ იგი. ანუ, ფოტოს რომ შეხედავთ შეგიძლიათ თქვათ რა ხდება?  ყველა საგანს ნათლად ხედავთ?

ფოტოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია ქონდეს მას ძლიერი figure to ground, ანუ ფიგურა ფონის ურთიერთქმედება. იგი არის ძლიერი კონტრასტი გადასაღებ ობიექტსა და ფონს შორის. მაგ: ნათელი საგანი მუქის ფონზე, ან პირიქით, მუქი საგანი ღია ფონზე.

ფიგურა 1: შეხედეთ რა ადვილია შავი წერტილის თეთრ ფონზე დანახვა.


ფიგურა 2: ყურადღება მიაქციეთ თეთრი წერტილი შავი ფონისგან როგორ გამოირჩევა.


თუ ამ ფიგურებს დააკვირდებით, შეძლებთ დაინახოთ რამდენად ადვილია შავის თეთრ ფონზე და პირიქით დანახვა. მათ ძლიერი figure to ground აქვთ, რადგან ფიგურა (წერტილი) ადვილი შესამჩნევია ფონზე (უკანაფონი).

თუმცა ვწუხვარ “figure to ground” ფრაზასთან დაკავშირებით - ეს საკმაოდ ტექნიკური ტერმინია და ძნელია მისი ზუსტი ფორმულირება. ამიტომ მეტი სიმარტივისთვის, შეგიძლიათ მას უბრალოდ ,,კონტრასტი“ უწოდოთ. დარწმუნებული ვარ განმარტება 100%-ით ზუსტად არ ითარგმნება, თუმცა მას ფოტოგრაფიაში კარგად გამოვიყენებთ.

მოდით ვნახოთ რამდენად მნიშვნელოვანია ის ქუჩის ფოტოგრაფიაში. მე იმ ფოტოების რამოდენიმე მაგალითს გიჩვენებთ, სადაც ძლიერი figure-to-ground-ია.




© Henri Cartier-Bresson / Magnum Photos / SPAIN. Valencia. 1933.

ეს ჰენრი კარტიე ბრესონის ერთი ფოტოა, რომელიც თავისთავად ჩაჯდა ჩემს გონებაში. პირველ რიგში ეს ძალიან არარეალური ფოტოა იმ გაგებით, რომ როდესაც შეხედავთ მას არ ხართ 100%-ით დარწმუნებული თუ რა ხდება. ვხედავთ საშინელ შავ საღებავებს, რომლებიც ირგვლივ არის გათხაპნული და პატარა ბიჭს, რომელსაც თეთრი აცვია, მარცხენა ხელით კედელს ეხება და მაღლა იყურება.

ფოტო რომ ავხსნა - თითქოს ბავშვს იარაღიდან ესროლეს და მის უკან სისხლია.

შინაარსის თვალსაზრისით (რა მოხდა ფოტოზე) ფოტო ძალიან ამაღელვებელია - იგი არაკომფორტულად გაგრძნობინებთ თავს და გაფიქრებთ უფრო ღრმად იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

figure-to-ground წესის თანახმად ფოტო ძალიან კარგია. თქვენ ხედავთ ბიჭს თეთრ ტანსაცმელში მუქ და შავ ფონზე. ბიჭი და ფონი გამიჯნულია ერთმანეთისგან.

წარმოიდგინეთ რამდენად რთული იქნებოდა ფოტოს ,,წაკითხვა“ ბიჭს მუქი ფერს ტანსაცმელი რომ ეცვას.



წარმოვიდგინოთ რომ ბიჭს მუქი პერანგი აცვია. ყურადღება მიაქციეთ რა ძნელი იქნება მისი ფონიდან გამოყოფა.

მაღლა ფოტოზე შევცვალე მისი პერანგი. ახლა ნამდვილად არ შეგიძლიათ ბიჭის გარჩევა. მას და ფონს შორის ძლიერი განსხვავება არ არის. იგი იკარგება ფონში და თქვენ არ შეგიძლიათ მისი დანახვა. იგი ქამელეონის მსგავსი ხდება (ეს კი ფოტოში ცუდია, თუ გსურთ რომ თქვენი სუბიექტი ადვილად ხილული იყოს).


© Josef Koudelka / Magnum Photos / FRANCE. Hauts-de-Seine. Parc de Sceaux. 1987

კუდელკას ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფოტო. მასზე ძალიან განათებული და ცივი შესახედაობის ფონია (ხედავთ თოვლს და მოსაწყენ ცას). ფოტოს შუაში ხედავთ ძაღლს, რომელიც გიყურებთ, მაგრამ მისი მუქი შავი სილუეტის და აწეული ყურების გამო იგი თითქოს დემონ ძაღლს გავს ჯოჯოხეთიდან. ის ფაქტი, რომ დაცქვეტილი ყურები ფონზე პატარა სამკუთხედებად ჩანს ფორმების საინტერესო გამეორებას ქმნის.

ფოტო წარმატებულია figure-to-ground-ის გამო - ძალიან მუქი ფიგურა თეთრ ფონზე. ძაღლი გამოყოფილია და ძლიერი განსხვავებაა თეთრ ფონთან, ამიტომ ძაღლის დანახვა ადვილად შეგიძლიათ.


ხედავთ რამდენად ნათელია ძაღლის მუქი კონტური თეთრი ფონის წინააღმდეგ.

ახლა წარმოვიდგინოთ საპირისპირო: რომ თეთრი ძაღლი თეთრ ფონზეა. ეს ისეთი მოსაწონი არ არის, რადგანაც უამრავი არქტიკული მგელია ბუნებრივად თეთრი (თეთრი მგლები ფონზე ინიღბებიან და ნადავლისთვის უხილავები არიან).


მე ფოტოშოპით გავათეთრე ძაღლი. თქვენ მისი მონახაზი მაინც შეგიძლიათ იხილოთ, მაგრამ ისეთი ძლიერი ამ ფონზე არ არის.

ახლა მაღლა ხედავთ ფოტოშოპის ვერსიას. დააკვირდით, რომ თქვენ ისევ შეგიძლიათ ძაღლის შემჩნევა, მაგრამ ისეთი ადვილი არაა, როგორც მუქის შემთხვევაში. ასე რომ, როდესაც ნათელი საგანი, ნათელ ფონზე გაქვთ ცუდი figure-to-ground-ია.

კიდევ რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ.



© Christopher Anderson / Magnum Photos / VENEZUELA. Caracas. 2006.

ეს  figure-to-ground-ის კიდევ ერთი მშვენიერი მაგალითია. მუქი სუბიექტი (კაცი ეშმაკის რქებით) მუქ ფონზე. თქვენ აგრეთვე თეთრ ფონზე ჯვარის მუქი  სილუეტი გაქვთ, რაც ასევე კარგია.

რათა დაინახოთ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, როდესაც საქმე ქუჩის ფოტოგრაფიას ეხება, წარმოიდგინეთ როგორ ,,წაიკითხება“ ფოტო (როგორ დაინახავენ მას), თუ მას ნახევარი წამის შემდეგ გადაიღებდნენ.


ორიგინალი ფოტოს დაფოტოშოპებული ვერსია - წარმოვიდგინოთ რომ ანდერსონმა ნახავარი წამის შემდეგ გადაიღო ეს კაცი ცოტა მეტად მარცხნივ. შეხედეთ რა ძნელია მისი ფიგურის გამოყოფა ამ შემთხვევაში და თქვენ მისი მარცხენა რქის სილუეტსაც კარგავთ.

ასევე შეგვიძლია ვნახოთ მეორე კადრი, სადაც სუსტი figure to ground-ია იმის გამო, რომ არ არის ფონის ნათელი ხაზი რქიანი კაცის მუქი ფიგურის საპირისპიროდ და მარცხენა რქას კვლავ ვკარგავთ.

თეთრი სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია თუ მუქი გადასაღები ობიექტი გაქვთ, განსაკუთრებით ანდერსონის ამ ფოტოში.


დააკვირდით თეთრ სივრცეს მუქი ფიგურის გარშემო.

ამ შემთხვევაში მე ორიგინალი ფოტო ავიღე და მას უბრალოდ წითელი ხაზი შემოვავლე. დააკვირდით კაცის შავ ფიგურას როგორ აქვს თეთრი გარშემო.


ახლა ჯვარია გამოყოფილი.

ფოტოში მეორე საგანი (და თანაბრად მნიშვნელოვანი) ჯვარია. იგი სიმბოლურად არის დაპირისპირება ეშმაკის ფიგურასა და ჯვარს შორის მაჯვნივ (ეშმაკი თუ ღმერთი).

და თქვენ ასევე ხედავთ ჯვართან თეთრ სივრცეს მუქი სილუეტის გარშემო.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ანდერსონმა ეს ფოტო ცოტა ადრე გადაიღო - ჯვარი ოდნავ მარჯვნივაა (და არა მარცხნივ):


წარმოვიდგინოთ, რომ ჯვარი მეტად მუქია. შეამჩნევთ სილუეტი როგორ გაქრა, თქვენ არ შეგიძლიათ ჯვრის სრული კონტურის დანახვა.

ასე რომ ამ ზემოთა ყალბ ვერსიაზე (ვთქვათ ანდერსონმა ამ ფოტოზე ჯვარი ცოტა  მარჯვნივ გადაიღო) ჯვრის კონტურის დანახვას ისე კარგად ვერ შეძლებთ. ასე რომ მუქი ფიგურის ირგვლივ თეთრი სივრცის ქონა ხილვადობისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია.



© Nikos Economopoulos / Magnum Photos : TURKEY. Central Anatolia. 1988.      



ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი figure-to-ground-ის ქონა.

მე 100%-ით ზუსტად არ ვიცი, როგორ გადაიღო ნიკოსმა ეს ფოტო, მაგრამ ვივარაუდებ რომ შეგნებულად სცადა პატარა თეთრკაბიანი გოგონას გადაღება მუქი ფონის სილუეტის წინააღმდეგ.

წარმოვიდგინოთ როგორი განსხვავებული იქნებოდა გოგონა ოდნავ მარჯვნივ რომ იდგეს.


დააკვირდით რა ძნელი იქნებოდა გოგონას დანახვა სუსტი figure to ground_ის გამო, თუ  ცოტა მარჯვნივ იქნებოდა.

ასე რომ თუ გოგონა ცოტა უფრო მარჯვნვ დგას მისი თეთრი კაბა სახლის ნაცრისფერ ფონზე ზედმეტად შენიღბული იქნება. ვერ შეძლებთ დაინახოთ ის. თქვენთვის, როგორც მნახველისთვის ის უხილავი იქნება.

ამ ფოტოს გასაღებია პატარა გოგონას თეთრი სილუეტის გარშემო შავი მონახაზი:


ყურადღება მიაქციეთ შავ სივრცეს თეთრკაბიანი გოგონას გარშემო - როგორ გამოყოფს ის მას ფონიდან.

ამ შემთხვევაში თქვენ ხედავთ, რომ შავ სივრცეს თეთრი სუბიექტის გარშემო  აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როდესაც რეალურ figure-to-ground-ს აღწევთ.

როგორ გამოვიყენოთ figure-to-ground ქუჩაში?

რა თქმა უნდა ყველა თეორია და კონცეფცია პრაქტიკულია იმდენად, თუ როგორ გამოიყენებთ მას. ასე რომ ნება მიბოძეთ გაგიზიაროთ რამოდენიმე აზრი, თუ როგორ უკეთესად ჩართოთ ის ქუჩის ფოტოგრაფიაში:

1. სანამ გადასაღებ ობიექტს მოძებნით, მოძებნეთ ფონი.


Eric Kim. Seoul, 2009

ვფიქრობ, როდესაც ქუჩაში ვიღებთ ხშირად ვეძებთ საინტერესო საგანს, შემდეგ ვიღებთ ფოტოს, და უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ ფონი კარგი გამოვა. როგორც წესი, ამ მიდგომის პრობლემა უმთავრესად არის ის, რომ ფონი უშნო გამოდის და საგანს მალავს.

უკეთესი სტრატეგია შეიძლება იყოს მუქი ფონის მოძებნა და ლოდინი, თუ როდის შემოაბიჯებს ნათელი პერსონა კადრში.

მაგ: ეს ფოტო, რომელიც კორეაში გადავიღე. ველოდებოდი ზუსტ პერსონას, რომელიც მუქ სცენაში შემოაბიჯებდა (რომელიც აღმოჩნდა თეთრებში ჩაცმული ქალი), ამგვარად იგი ფონისგან გამოცალკევებულია და აქვს ძლიერი  figure-to-ground-ი.

2. გამოიყენეთ მაშუქი.


Eric Kim, Downtown LA, 2011

ქუჩაში ძლიერი  figure-to-ground-ისათვის ძალიან კარგი გზაა მაშუქის გამოყენება. მაგ: ამ ფოტოზე, რომელიც ლოს-ანჯელესში, დაუნთაუნში გადავიღე და ქალის ხელის ფრჩხილებია ასახული გამოვიყენე მაშუქი, რომელმაც ფონი უფრო გაამუქა და მხოლოდ ხელები გაანათა. ჩამკეტის სინქრონიზაციის სწრაფი სიჩქარით შეძლებთ გადაღებისას შავი ფონის შექმნას.

3. მოძებნეთ განათება.


Eric Kim. Tokyo, 2011

ხშირად თუ გადასაღები ობიექტი სინათლის ნაკადში ხვდება, ან ერევა, ძლიერი figure-to-ground-ის შექმნა შეგიძლიათ.

მაგ: ამ ფოტოზე, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გადავიღე ტოკიოში მეტროში დავინახე კაცი, რომელსაც საინტერესო ხელის ჟესტი ქონდა და საიდანღაც სინათლის ნაკადი ეცემოდა. სინათლის ნაკადი დამეხმარა მის განათებაში, გამოაცალკევა იგი  ფონიდან და მისცა უფრო ძლიერი figure to ground.

4. Dodge & burn


Eric Kim. Tokyo, 2011

Dodging-ით და burning-ით (ფოტოშოპის ტერმინები)  თქვენს საგანსა და ფონს შორის მეტი კონტრასტის შექმნა შეგიძლიათ. მაგ: ამ ფოტოზე მე მიზანმიმართულად გავხადე მუქი (burned) კაცის პიჯაკი და მისი სახე, რათა ანონიმურობის განცდა შემექმნა.

5. სთხოვეთ თქვენს სუბიექტს იმოძრაოს.


Eric Kim. Lansing, Michigan. 2013

ამ ფოტოზე ლანსინგ მიჩიგანში კრივის პრომოუტერს ვიღებდი, რა დროსაც ვთხოვე ემოძრავა თეთრი ფონის საწინააღმდეგოდ, რამაც მას ძლიერი figure-to-ground შესძინა.

ასე რომ თუ იღებთ თეთრ ადამიანს (ან ადამიანს ღია ფერის ტანსაცმლით) უკეთესი იქნება თუ მას მუქ ფონზე დააყენებთ. ხოლო თუ იღებთ მუქ ადამიანს (ან მუქტანსაცმლიანს) მაშინ განათებულ ფონზე გადაიღეთ.


დასასრულს


ფოტოებში ხილვადობა და კონტრასტი ექსტრემალურად მნიშვნელოვანია, რათა მნახველმა ადვილად შეამჩნიოს გადასაღები ობიექტი. თუ გაქვთ ფოტოები საგნების უშნო გადანაწილებებით ფონზე, ეს მათ ხილვადობას გააძნელებს.


ამიტომ იმოძრავეთ მეტი (თუ გნებავთ რომ უკეთესი გადაღების კუთხე იპოვოთ), სწორად შეარჩიეთ გადასაღები დრო (რადგან არ არსებობს ოდნავ მუქი ფიგურები მუქ ფონზე, ან თეთრი ფიგურები თეთრ ფონზე), და თუ შეგიძლიათ სთხოვეთ - ყოველთვის შეგიძლიათ სთხოვოთ ადამიანს იმოძრაოს ფონის საწინააღმდეგოდ, რაც მას მეტ კონტრასტს დაამატებს.


თარგმანი: ნინო კაპანაძე
წყარო: http://erickimphotography.com/blog/2013/10/07/street-photography-composition-lesson-2-figure-to-ground/




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...