წრფივი პერსპექტივა გულისხმობს კომპოზიციის ხერხს, სადაც მნახველის
თვალი ყურადღებას ამახვილებს ხაზებზე, რომლებიც მათ მთავარი საგნისკენ უძღვებიან.
წრფივი პერსპექტივა ფოტოს სხვადასხვა ელემენტების წყალობით მარტივ
ბილიკს წარმოქმნის, რომელსაც თვალი მიყვება. ჩვეულებრივ ისინი ჩარჩოს ძირიდან იწყება
და თვალს ზევით და შუაში მიუძღვება ან წინა პლანიდან უკან პლანზე.
წრფივი პერსპექტივის საპოვნელად ყველაზე მარტივი ადგილი არის გზები.
რადგან ისინი სადღაც მიდიან, მოძრაობის გრძნობით გვავსებენ და ხაზები ხშირად იმდენად
შორს და შიგნით მიუთითებენ, რომ გაქრობის წერტილს აღწევენ - ადგილს, სადაც ორი ან მეტი
ხაზი თეორიულ უსასრულობაში გადადის.
გზის წამყვანი ხაზი უსასრულობის შეგრძნებას ქმნის
როდესაც ისეთი წამყვანი ხაზები, როგორიც გზებია, სცენის წინა პლანიდან
უკანა პლანს უკავშირდება ქმნის სიღრმეს, რომელიც მნახველის თვალს ფოტოსკენ იზიდავს.
წრფივი პერსპექტივა ჩვენს ირგვლივ ყველგანაა - ქალაქში და ბუნებაში.
თქვენი, როგორც ფოტოგრაფის სამუშაოა იპოვოთ ისინი და მოაწყოთ თქვენს ფოტოებში ისე,
თითქოს ისინი რაღაცისკენ მიემართებიან, მაშინაც კი თუ ეს რაღაც უსასრულობაა.
სანაპიროზე არსებული მორები მაყურებელს ჩარჩოსკენ იზიდავენ და სახლისკენ მიუძღვებიან.
გადაღების მზადების მომენტში გამოყავით დრო სცენის შესასწავლად.
გაისუფთავეთ გონება, დაასვენეთ თვალები და შეამჩნევთ როგორ ბუნებრივად არის ხაზები
,,დახატული“.
განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის მიერ შექმნილ რამეებს მიაქციეთ,
ასეთებია:
- გზები;
- ღობეები;
- ხიდები;
- აგურები;
- ნებისმიერი რამ რიგში, მაგ: ლამპიონის ბოძები;
- შენობები;
- კარიბჭეები;
- ფანჯრის მინები;
- მდინარეები;
- სანაპიროები;
- ტალღები;
- ქვიშის სასახლეები;
- ხეები;
- მაღალი ბალახი;
- კლდეები;
- მზის სხივები.
მდინარის ნაპირის რბილი წამყვანი ხაზი ფოტოზე სიღრმეს ქმნის.
მას შემდეგ, რაც თქვენს ყველაზე ძლიერ წრფივ პერსპექტივებს აღმოაჩენთ, იფიქრეთ
როგორ გამოიყენოთ ის კომპოზიციის გასაძლიერებლად. მიზნის მიხედვით, შეგიძლიათ:
- წინა პლანიდან უკანა პლანისკენ მიმართული ძლიერი ხაზით სიღრმე და პერსპექტივა შექმნათ;
- ფოტოს ერთი ნაწილიდან მეორესკენ ვიზუალური მოგზაურობა შექმნათ;
- განათავსოთ გადასაღები ობიექტი ხაზებთან ახლოსა, რათა მას მეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ და მნახველის ყურადღება პირდაპირ მასზე მიმართოთ: ან,
- შექმნათ განმეორებითი კომპოზიცია, წრიულად იმოძრაოს თვალმა ხაზების საშუალებით და არ გასცდეს ჩარჩოს.
პერსპექტივის შეცვლის მიზნით ჩარჩოში ელემენტების დალაგებამ, შესაძლოა
სხვადასხვა ლინზების გამოყენებაც მოითხოვოს, თუმცა ჩვეულებრივ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ
გადაადგილდეთ ისეთ წერტილში რომელიც მიზანშეწონილია იმისთვის, რისი გადაღებაც გნებავთ
და დამატებით ლინზები აღარ დაგჭირდეთ.
ბილიკის წრფივი პერსპექტივა თვალს პირდაპირ ნეკერჩხლის ხისკენ მიუძღვება.
წრფივი პერსპექტივა კომპოზიციური ელემენტის გასაღებია, რომელიც ჩვენს
თვალს ფოტოსურათისკენ იზიდავს. ისინი შეიძლება ისტორიის მოსაყოლად, აქცენტის გასაკეთებლად
და ორი საგნის დასაკავშირებლად გამოვიყენოთ.
გამოიყენეთ ისინი შემოქმედებითად და ექსპრესიული
მიზნით, რათა მოყვეთ თქვენი უნიკალური ფოტოგრაფიული ამბავი.
0 comments:
Post a Comment