"კომუნიკაცია - რა არის შენი სათქმელი? "
ასე ერქვა პირველ სტატიას, რომელიც "უცხოგრაფის" ბლოგისთვის ვთარგმნე და სრულიად უცნობმა ფოტოგრაფმა 2014 წელს სრულიად უცნობ საიტზე დავდე. მახოსვს ივნისის 21 იყო, დღე როცა მე დილის რვის ნახევარზე გავიღვიძე და გურჯაანში წავედი სამუშაოდ. მაშინ "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" თანამშრომელი ვიყავი და როგორც ჩანს, იმ დღეს გადაღება არ მქონდა, რადგან სათარგმნად მოვიცალე.
"უცხოგრაფი" როგორც ფეისბუქის გვერდი სულ რაღაც 1 თვის შექმნილი მქონდა და იქიდან გამომდინარე, რომ შინაგანად დიდი პროზაიკოსი და მელექსე ვარ, ვერ დავისვენე და მალე ბლოგიც ავაწყე.
ვიცოდი, თავიდან ჩემი ისტორიები რომ დამეწერა დიდი რეზონანსი არ მოყვებოდა, რადგან ეს იყო ხანა, როცა ჩემი ძველი რამდენიმე ვარსკვლავი ჩამქრალი იყო და ახალს რომ ამოენათებინა დრო დაჭირდებოდა. ამიტომ მზა და საინტერესო სტატიების თარგმნა დავიწყე ფოტოგრაფიის შესახებ.
როგორც ძველ ფოტოჟურნალისტიკის ლექტორს და გამოცდილ მოყვარულ ფოტოგრაფს, მჯეროდა რომ მსგავსი საიტი და სტატიები უცბად დააინტერესებდა დიდ აუდიტორიას. ასეც მოხდა მეთქი ვერ ვიტყვი, რადგან ჩემი ბლოგი მხოლოდ სადღაც შორს უდაბნოს შინა თუ მოცოცდავდა. ამის მიზეზი კი სწრაფად მზარდი ფოტო გვერდები იყო, რომლებიც სრულიად ახალ "ლუქებს" და "იმიჯ-ედიშენებს" აწვებოდა და ნაკლებად აინტერესებდა დამწყებ თუ მოყვარულ ფოტოგრაფებს ტუტორიალებითა თუ რჩევებით. სულაც მაგ დროს მგონი ფოტოგრაფიაზე არავინ წერდა, გავკადნიერდები და მგონი სადღაც ასეც იყო.
ბლოგერობა 2010 წლიდან მქონდა დაწყებული და ვიცოდი ადრე თუ გვიან ხალხს აუცილებლად დააინტერესდებოდა. ინტერნეტ ერაში ამას "Early Adapters" ეძახიან და მგონი მე ინტერნეტს მიღმაც ეს ვიყავი და მითუფრო ბლოგერობაზე არ დავზარდი. ჯერ კიდევ საინფორმაციო ცენტრში ვმუშაობდი, სტატიებს რომ ვთარგმნიდი. გამოივლიდა გელა უფროსი და მეც ჩავკეცავდი და ფეისბუქზე გადავდიოდი. კითხავზე რას აკეთებ, პასუხი ერთი იყო, საინტერესო თემებს ვეძებ ფბ-ზე. ასე 2 თვეს გავედი იოლას, ბევრი არც მითარგმნია, მაშინ არც ინგლისური ვიცოდი და დროც დიდად არ მქონდა. სამსახურს რომ თავი დავანებე, მაშინ კი დავიწყე საკუთარი თავის დაქოქვა.
ბლოგს მარტო ლამის ორი წელი მივაჩანჩალებდი და მერე ნინო გამოჩნდა, ნინო კაპანაძე, რომელსაც ფაქტიურად არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი თელაველი იყო და დავიმატეთ გუნდში. დავიმატეთ მე და ხოსემ, რადგან მაშინ უცხოგრაფში მე და ხოსე ვიყავით. ეს ის დროა პეიჯი რომ 7000 ლაიქზეა და ჩვენც რომ ნელ-ნელა შევდივართ ცნობადობის ველში. ნინომ თარგმნა დაიწყო და მეც ვცდილობდი ტემპი არ დამეგდო, მაგ დროს უკვე არსად ვმუშაბდი და თავი კომერციული ფოტოგრაფიით გამქონდა.
მერე მარიამი შემოგვიერთდა. მარიამთან ორი წლის მეგობრობა მაკავშირებდა და იმდენად ახლოს ვიყავით, გუნდში როგორც ძველი თანამშრომელი ისე შემოვიდა. უცბად გაშინაურდა და თარგმნა დაიწყო. თუმცა ყველაზე სასწაულად ვინც ბლოგზე შემოვიდა ეს თამარია. ის სრულიად უცნობი, "არაჩვენიანი" გოგო იყო, რომელიც ერთ-ერთ ვაკანსიაზე გამომეხმაურა და ისე რომ მისი პროფილიც არ მქონდა ნანახი, დავთანხმდი ყოფილიყო უცხოგრაფის გვერდის ადმინი. ორი თვის მერე აღმოვაჩინე რომ თამარი გორიდან იყო.ასე შეიკრა გუნდი, სადაც გვყავდა ფოტოგარაფიც, ინგლისურის სპეციალისტიც და ორივე ერთად. ეს მოვლენები ბოლო წელიწადნახევარში განვითარდა, მანამდე ბლოგს მარტო მივაგორებდი და ბოლოს კი ისე აღმოჩნდა რომ ახლა 4 ბლოგერია.
ყველას რომ უყვარს თვითპრეზენტირება და თავის თავზე საუბარი - ეს ძველი ამბავია. ამ სტატიაშიცაა მსაგვსი ელემენტები, მაგრამ მე მინდა "აი რა კარგი ბიჭი ვარს" იქით დაგანახოთ რომ, იმას რასაც საყვარელი საქმე ქვია, ბევრის მოტანა შეუძლია. იმას, რასაც რწმენა ქვია, როგორ შეუძლია გამოგკვებოს არამხოლოდ შენ არამედ სხვა, შენიანი და უცხოც კი.
დღეს ის პერიოდია, როცა 260 გამოქვეყნებული სტატია და 305 000 ნახვა გვაქვს უკვე. ხვალ თუ ზეგ სრულიად ახალ ეტაპზე გადადის "უცხოგრაფი". სრულიად ახალ საიტზე, ძრავასა თუ დიზაინზე. 4-5 კაციანი ბლოგერების გუნდით. 1000-2000 ნახვიანი სტატიებით დღეში და ბევრი მკითხველით, რომელიც ნდობას დღითიდღე გვიცხადებს.
დღეს ფაქტიურად "უცხოგრაფის" ბლოგის, იგივე ერთ-ერთი მთავარი პიარ იარაღის 3 წლის იუბილეა და პოსტიც სწორედ იუბილარს ეძღვნება. წარმატებები ჩვენ ბლოგს და მის ყველა მკითხველს.
დიდება ფოტოგრაფიას!
დიდება ხელოვნებას!
ჩვენ კი ჩვენის მხრივ გაასმაგებული ძალებით გპირდებით საქმის გაგრძელებას და იმ ისტორიის დაწერას, რომელიც უკვე საამაყოა როგორც ჩემთვის, ისე თელავისა და ზოგადად საქართველოსათვის, სადაც ფოტოგრაფიის 3 წლიანი უწყვეტი და იდეებით დახუნძლული ბლოგი არსებობს <3
კეთილი სურვილებით,
გიო ბეჟანიშვილი
0 comments:
Post a Comment