Tuesday, October 31, 2017

200 000 ვიზიტორი 2017-ში - მიზანი რომელიც შესრულებულია



გამარჯობა

მერამდენედ ხარ ამ საიტზე? პირველად? მეათედ? მეასედ?

პირველად როდის მოხვდი ჩვენთან? ან საიდან გვიპოვე?

რა იცი ამ ბლოგის შესახებ?

გაგიკვირდათ ალბათ სტატია რომ არა ამბის თხრობით არამედ კითხვებით დავიწყე.

სიმართლე გითხრათ ჩემთვის ამ კითხვებზე პასუხები უფრო საინტერესოა, არამხოლოდ ჩემთვის არამედ მთელი ჩვენი გუნდისათვის.

რადგან ამბავი, რაც ამ სტატიაში შეიძლება მოვყვე უკვე ფრაგმენტებად ბევრგან მაქვს მოყოლილი, თითქმის ორ ან სამ დღეში ერთხელ ვიღაც მეკითხება ბლოგზე. მეც ვდგავარ და სიამაყით ვუყვები. რადგან ჭეშმარიტად მგონია, ის რაც აქაა თავმოყრილი საკმაოდ ძვირაფასია ფოტოგრაფებისათვის.

275 სტატია ფოტოგრაფიაზე და ათასობით ფოტოსურათი.

ესაა უცხოგრაფის ბლოგი, ესაა ჩვენი სიამაყე. თუმცა პათეტიკას რომ ავცდე , დღეს თქვენი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან რიცხვებზე მინდა შევაჩერო.

პირველად ბლოგის კეთება რომ დავიწყე, ეს იყო 2014 წლის ივნისი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ნახვები რაც დღეს სტატისტიკად უნდა მოვიტანო ოდესმე იქნებოდა ჩვენს საიტზე.






 მგონი აქამდე საჯაროდ არ მითქვამს, რომ ჩვენ გვქონდა მიზანი: მიზანი ბლოგს დაეგროვებინა 200 000 ვიზიტორის ნახვა 2017 წელს.

კარგია, როცა სქრინშოტებს ვინხავთ ხოლმე. სქრინშოტების დახმარებით, ყოველთვის ვცდილობდით ერთმანეთის მობილიზებას გუნდში. გუნდში რომელშიც სულ პირველი ნინო კაპანაძე შემოვიდა, შემდეგ კი თამარა შოშიტაშვილი და მარიამ ფედროვი შემოუერთდა, ბოლოს კი სალომე აფციაური და თენგო ჯალიაშვილი, რომელიც სულაც ახლა ამზადებს მის პირველ სტატიას ჩვენი ბლოგისათვის.

ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში ჩვენი ნახვები 130 000-სს შეადგენდა. სწორედ მაშინ დავგეგმე 200 000-იანი ნახვების თამაში. ეს იყო გუნდის შიდა თამაში და გამოწვევა. და სწორედ ორიოდ დღის წინ ჩვენ ის დავძლიეთ. სულაც ორი თვით ადრე ვიდრე 2017 წელს გავაცილებდეთ.







დღეს ჩვენ ყველა ძალიან ბედნიერი და ამაყი ვართ, რომ მიზანი რომელიც წლის დასაწყისში დავისახეთ შესრულებულია. რომ ბლოგს მუდმივად ყავს დამთვალიერებელი და დამფასებელი.





და აქვე ამ მოკლე სტატიაში მინდა ახალი მიზნის შესახებ გამოვაცხადო, რომელის ჩვენ, შიდა გუნდში უკვე გაანალიზებული გვაქვს. მომავალ წელს 2018-ში 400 000 ვიზიტორის მიღებას ვგეგმავთ. ახალი 400 000 - იანი გეგმა უფრო მეტ გამოწვევებს და ენერგიას მოითხოვს და ვფიქრობ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. სქრინშოტებს კვლავ ისტორიისთვის შევინახავთ და დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ამ დროს ისევ გამცნობთ ამ ფანატასტიური რიცხვების ნაადრევად დაძლევის შესახებ ;)

და ბოლოს მადლობა ყველას ვინც გვაფასებთ და ჩვენთან ხართ. მადლობა ასე რომ გვახარებთ თქვენი ყურადღებით, ასე რომ უჭერთ მხარს ფოტოგრაფიას და აძლიერებთ გუნდს, რომელიც ერთ დღეს დარწმუნებული ვარ დიდი ფოტოგრაფიის ჟურნელის რედაქციად მოგევლინებათ. მე ამის მჯერა. მადლობა ყველას!

პ.ს. კითხვები რომლებიც თავში დავსვი, უყურადღებოდ არ დატოვოთ, გამოგვეხმაურეთ კომენტარებში. ;)

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...