Saturday, October 14, 2017

,,ოქროს საათი" ფოტოგრაფიაში


როდესაც მზე ჰორიზონტზეა, ზუსტად მზის ამოსვლის შემდეგ და კვლავ ზუსტად მზის ჩასვლამდე იქმნება მომხიბლავი, თბილი განათება. ფოტოგრაფები ამ მოკლე ჩვეულებრივ პერიოდს ოქროს საათს, ან მაგიურ საათს უწოდებენ. შესაძლოა ამ მოვლენას ბევრჯერ შესწრებიხართ და ძალიან საინტერესო ფოტოებიც გადაგიღიათ.

დაგიგეგმიათ ფოტოგრაფიული ექსკურსია ასეთ დროს?


როგორ მუშაობს

როდესაც მზე ზუსტად ჩვენს თავზეა, განათება ჩვენი თხელი ატმოსფეროს გავლით პატარა დაბრკოლებებით ეშვება. მაშინ, როდესაც იგი ჰორიზონტზეა სინათლემ მაინც უნდა იმოგზაუროს უამრავი მძლავრი დაბალი ჰაერის კილომეტრების გავლით, რათა ჩვენს თვალებამდე მოაღწიოს. ამგვარად ლურჯი სინათლე ყვითელი და ნარინჯისფერი სინათლის უკან იფანტება.

ატმოსფეროს გავლით მოგზაურობა აგრეთვე ცოტათი ფანტავს სინათლეს. შეამოწმეთ ჩრდილი შუადღის მზის ქვეშ. ის მკვეთრი და ნათელია. შეხედეთ ჩრდილს, როდესაც მზე ჰორიზონტზეა. ჩრდილის ხაზი უფრო რბილია, დღის ნათელი ეცემა ჩრდილს, რაც მას ნაკლებად მუქს ხდის. ეს რბილი ჩრდილები და შემცირებული კონტრასტი ქმნის ოქროს საათს, იდეალურ დროს ბუნებრივი განათების პორტრეტებისათვის. ეს დიფუზიორი ეფექტი სხვა საშუალებებითაც მიიღწევა, როგორიც არის ოდნავ მოღრუბლული ცა, მაგრამ თბილი ეფექტი მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა მზე ჰორიზონტზეა.




დროის განაწილება

,,საათი" ოქროს საათის დასახელებაში არასწორი სიტყვაა. დროის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანსაა მზე ჰორიზონტზე. ის იცვლება წლის დროით და განედით. ეკვატორთან ახლოს ოქროს საათი დგება, მაგრამ რამოდენიმე წუთით, რადგან მზე შედარებით სწრაფად მოძრაობს. პოლუსთან ახლოს ოქროს საათი შესაძლოა რამოდენიმე საათსაც გაგრძელდეს.

ოქროს საათის განმავლობაში განათების ხარისხი შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს იმისგან, თუ რახდებოდა მანამდე და რა არის შემდეგ. დროში განსხვავება შესაძლოა მხოლოდ რამოდენიმე მოკლე წუთი იყოს, ამიტომ მოემზადეთ.





ეს ფოტო შუადღისას არის გადაღებული დაახლოებით 5:09-ზე. მიუხედავად იმისა რომ მის სხეულზე ნაწილობრივ ჩრდილებია, სახე განათებულია სწორად მიმართული განათებით.












ეს ფოტო გადაღებულია 5:19-ზე, ყურადღება მიაქციეთ ლამაზ თბილ ტონებს, მზის სინათლე 10 წუთში მკვეთრად შეიცვალა.










აირჩიეთ გადასაღები ობიექტი


აღმოვაჩინე, რომ ოქროს საათი მეტად სასიამოვნოა პორტრეტებში, განსაკუთრებით თუ გადასაღები პიროვნება მეტად მიმზიდველია. თბილი სხივები აძლიერებს კანის ტონს. არქიტექტურაც ძალიან კარგია ასეთ დროს. ლურჯი საგნები ოქროს საათის განმავლობაში საკმაოდ უცნაურად გამოიყურება.





ოქროსფერი განათების სიგნალი მზის ჩასვლისას ჯეფერსონის მემორიალურ გუმბათზე შეგიძლიათ დაინახოთ. 









ლინკოლნის მემორიალს ერთ -ერთი ყველაზე დრამატული ოქროს საათი აქვს მზის ამოსვლისას.








მზის ჩასვლა არაფორმალური ოჯახური პორტრეტის გადასაღებად შესაძლოა იდეალური დრო იყოს.









ის აგრეთვე იდეალურია მეტად გლამურული ფოტოს გადასაღებად.






უარყოფითი მხარეები

საუკეთესო ამინდი ოქროს საათზე გამოცდილების მისაღებად არის მაშინ, როდესაც ჰაერი სუფთა და უღრუბლოა. დაბინძურებული, მძიმე ჰაერის ადგილებმა ან დაბალმა ღრუბლებმა შესაძლოა ლამაზი მზის ჩასვლა შექმნას, მაგრამ ამ შეჩერებულმა ნაწილაკებმა შესაძლოა მზე ისე დიდად გაფანტოს, რომ საგანზე განათება ვერ მიიღოთ.

ფხიზლად იყავით იმ ფაქტის წინაშე, რომ ზოგიერთმა ავტომატიზირებულმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ შესაძლოა სცადოს თქვენს ფოტოზე თბილი ტონების შემცირება.

როდესაც მზე ცოტა უფრო მაღლა ცაშია, მიიღებთ ლამაზ განათებას და ეს მშვენიერი დრო იქნება გადასაღებად, თუმცა განათების ხარისხი ოქროს საათისაგან განსხვავებული იქნება. როდესაც მზე ჯერ კიდევ ჰორიზონტს ქვემოთაა განსხვავებული სახის სინათლეს მიიღებთ. თუმცა კიდევ გავიმეორებ, ამ განათების ხარისხი არ იქნება იგივე, როგორიc ოქროს განათებაა.




ყურადღება მიაქციეთ სუფთა თბილ ტონებს ახალგაზრდა კაცების სახეებზე.











სულ რამოდენიმე წუთის შემდეგ მზე ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილი ფერი ისევაა, 
განათებას განსხვავებული ხარისხი აქვს.





არ იფიქროთ მზის ჩასვლის ფოტოებზე, როგორც ოქროს განათების ფოტოებზე. ამ სიტუაციაში თქვენ პირდაპირ მზეს იღებთ და არ სარგებლობთ ოქროს საათის მზის განათების უჩვეულო ხარისხით გადასაღებ ობიექტზე.


როდესაც ფოტო ქსკურსიას დაგეგმავთ სცადეთ ოქროს საათის დროს გადაიღოთ. თქვენ საშუალება მოგეცემათ გადაიღოთ ობიექტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განათების პირობებში რაც კი შესაძლებელია.


წყარო: https://www.dpreview.com/articles/9851541926/golden-hour-photography
თარგმანი: ნინო კაპანაძე




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...