Monday, October 2, 2017

5 რჩევა თქვენი ფოტო კომპოზიიციის უნარის გასაუმჯობესებლად




კომპოზიცია ესაა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომლის სწავლა როგორც ფოტოგრაფს ადვილად შეგიძლია.  ყველაფერი მიიღწევა დაკვირვებით და ხედვის სწავლით. ამისათვის შეიძლება ერთი ან ორი წიგნის გადაკითხვა დაგჭირდეთ, რომ საბაზისო პრინციპები გაიგოთ, მაგრამ მეტი არაფერი. მერწმუნეთ, ეს უფრო მეტად ეფექტური გზაა გახდე უკეთესი ფოტოგრაფი, ვიდრე უბრალოდ იყიდოთ ახალი კამერა ან ლინზა!

ამ სტატიაში მოცემულია 5 რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ სწორად იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ თქვენი კომპოზიციის უნარები.





 

1. ისწავლეთ, თუ როგორ გამოიყენოთ თქვენი კამერა სწორად.

შეისწავლეთ თქვენი კამერა ისე კარგად, რომ შეგეძლოთ გადაღება მასზე ფიქრის გარეშე. ეს მიიღწევა ცოდნისა და პრაქტიკის მეშვეობით.

დახუჭეთ თვალები და აიღეთ თქვენი კამერა. რომელი ღილაკები და ციფერბლატები უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ შეეგუოთ დიაფრაგმას, ჩამკეტის სიჩქარეს და ავტოფოკუსს? როგორ უნდა აარჩიოთ მოქმედი
AF (ავტოფოკუსი) წერტილი? როგორ უნდა გამოიყენოთ ექსპოზიციის კომპენსაცია? თუ არ იცით პასუხები დაკვირვების გარეშე, მაშინ წაიკითხეთ თქვენი კამერის მენუალი. ისე ახლოს უნდა იყოთ ამ პარამეტრებთან, რომ ავტომატურად შეძლოთ მათი შეცვლა, არაუმეტეს ერთი შეხედვით თქვენ კამერაზე.


ისწავლეთ ეს მარტივი მეთოდი

ციფრულ კამერებს მენიუს უამრავი პარამეტრი 
აქვს და ადვილია გაერკვე მათ ცვლილებაში. გირჩევთ, დააიგნოროთ უმეტესი მათგანი და თქვენთვის მარტივი მეთოდი აირჩიოთ.

აი, როგორ:

1. ყოველთვის გადაიღეთ RAW ფორმატში და თეთრის ბალანსი დააყენეთ დღის განათებაზე ან ავტოზე და შეინახეთ. შეარჩიეთ ერთი კამერის პროფილი და გაამყარეთ. შეგიძლიათ შეცვალოთ ყველა ეს პარამეტრი ლაითრუმში.

2.
არ მიეკაროთ ისეთ პარამეტრებს როგორიცაა ლინზის კორექციები, კონტრასტი, ციფრული ხმაურის რედაქტირება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შეუსაბამოა თუ იღებთ როუ ფორმატით.

3. არ დაიწყოთ გადართვა რეჟიმებს შორის. დააყენეთ ერთი მათგანი და შეისწავლეთ თუ როგორ მუშაოს ის.

4. გაეცანი შენი კამერის ფოკუსის რეჟიმს და შეისწავლეთ როდის გამოიყენოთ თითოეული მათგანი.

5. შეისწავლეთ როგორ გამოირჩევა აქტიური ავტოფოკუსის წერტილი ისე რომ შეძლოთ გამოიყენოთ კამერის ფოკუსი იქ სადაც გსურთ.


6. დარწმუნდით - იცი თუ არა როგორ გადახვიდეთ ხელით გადაღების რეჟიმზე და როდის უნდა გააკეთოთ ასე.

7. ისწავლეთ როგორ გამოიყენოთ ექსპოზიციის კომპენსაცია,ისე რომ კამერა არ მოიცილოთ თვალიდან.

ფოტოგრაფიის ჟანრის უმრავლესობისთვის, ამაზე მეტისცოდნა საჭირო არცაა. მთავარი გამონაკლისი სწრაფად მოძრავი ობიექტებია, სადაც შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი კამერის ავტოფოკუსის პარამეტრების გამოყენება.მთავარი მუღამი ისაა, რომ იცოდეთ თქვენი კამერა ისე კარგად რომ შეგეძლოთ კონცენტრირება 
 სუბიექტზე და საუკეთესო კომპოზიციის პოვნა.


 ზოგი ფოტოგრაფი ამბობს, რომ ციფერბლატები Fujifilm X-T1-ის მსგავს კამერაზე (იხილეთ ზემოთ) და ძველი სტილის ფირის კამერებზე ეხმარებათ მათ პარამეტრების სწარაფ გამოიყენებაში



 

უმნიშვნელოა თქვენი კამერის პარამეტრებზე ყურადღების გადატანა. მეტი ყურადღების მიქცევა თქვენ პარამეტრებზე გამოიწვევს ნაკლებ ყურადღებას თქვენი ფოტოს კომპოზიციაზე.



2. შეხედეთ თვალნათლივ


პირველი ხედვის წერტილი რასაც ეძებთ, როცა იღებთ ფოტოს, შეიძლება არ იყოს საუკეთესო ან ყველაზე საინტერესო.


როდესაც ეძებთ საყურადღებო სუბიექტს მეტი დრო დაუთმეთ მას. ეცადეთ და შეხედეთ იმას, რამაც პირველად მიგიზიდათ. ამას ჰქვია სუბიექტზე მუშაობა.

1. რა მოხდება თუ გადაიღებთ მას სხვა კუთხით?
2. სხვა ლინზით?
3. ან თუ გადაადგილდებით უფრო ახლოს ან უფრო შორს?
4. არის რაიმე საინტერესო იმ სუბიექტში, რასაც აკვირდებოდით?

მაგალითად, თუ იღებთ ვინმეს პორტრეტს, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა მათ აქვთ მომხიბვლელი ან ლამაზი სახე. მაგრამ სხვა არაფერია საინტერესო მათში? მათი ტანსაცმელი? სამკაული? ტატუები? დააკვირდით სახეს და ნახავთ რა შეგიძლიათ აღმოაჩინოთ.



გადავიღე ჩემი მეგობრის პორტრეტი. მაგრამ მას აგრეთვე ჰქონდა საინტერესო ხელები. პორტრეტის გადაღების შემდეგ, ვთხოვე გამოეშვირა ხელები და გადავიღე ეს ფოტო.























3. განავითარეთ თქვენი თვალი 

შეგიძლიათ ისწავლოთ ბევრი კომპოზიციის შესახებ ოსტატი ფოტოგრაფების მუშაობის შესწავლით. დროა შეარჩიო ზოგი ფოტოგრაფი ვისი სამუშაოც მოგწონს და მიუდგეთ ანალიტიკურად. მე ათწლეულების წინ გადაღებული ფოტოების თვალიერება მომწონს.
ადრე ფოტოგრაფები მუშაოდნენ უფრო მარტივი მოწყობილობებით და ჩვენსავით ტექნოლოგიური უპირატესობები არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ლამაზად შემდგარ ფოტოებს ქმნიდნენ.

როგორ აკეთებდნენ ამას? 

როდესაც ვუყურებ ზოგიერთი მათგანის სამუშაოს საკუთარ თავს ვეკითხები:

1. მუშაობდნენ შავ-თეთრში თუ ფერადში? როგორ უნდა გადასულიყვნენ ერთიდან სხვა კომპოზიციაზე ზემოქმედებით?

2. რა არის ფოტოს ფოკუსის წერტილი? მდებარეობს ჩარჩოში მესამედი წესის თანახმად ან უნდა იყოს თუ არა აქ სხვა პრინციპები მუშაობისას?

3. რა ფორმებს და მოდელებს ხედავთ?

4. არის რაიმე ნეგატიური ადგილი ფოტოში? 


5. დაბალანსებულია თუ არა ფოტო? რა არის ვიზუალური ურთიერთქმედება სხვადასხვა ელემენტებს შორის? რომელია დომინანტი და რომელია დამატებითი მნიშვნელობაში?

6. შეგიძლიათ მითხრათ, რომელი ლინზის ფოკუსური მანძილი უნდა გამოიყენოს ფოტოგრაფმა? როგორ იყენებენ განსხვავებულ ფოკუსურ მანძილს კომპოზიციაზე ზემოქმედებით?

7. როგორ ქმნიდა ფოტოგრაფია ღრმა შეგრძნებას?


მსგავსი კითხვები უფრო ღრმად გაგაცნობთ სხვა ფოტოგრაფების შემოქმედებას. პასუხები კი გაწვდით ინფორმაციას და ხელს უწყობს თქვენი როგორც ფოტოგრაფის განვიღთარებას.




ეს ლანდშაფტის კადრი ასხივებდა ღრუბლებიდან და ციდან არეკლილი განათებით მზის გაუჩინარების შემდეგ ჰორიზონტის დაბლა. პირველად გავხდის ამ სახის განათების სილამაზის მომსწრე, როდესაც ვუყურედი გალენ როუელის, ცნობილი თავგადასავლებისა და ლანდშაფტის ფოტოგრაფის მუშაობას.



4. იმუშავეთ გეომეტრიითა და სიმეტრიით

ისწავლეთ, იპოვოთ ფორმები თქვენ ფოტოში. დაიწყეთ რაიმეთი, რაც ადამიანის შექმნილია, და შევავსოთ ფოტო ცნობადი ფორმებით, როგორიცაა  სამკუთხედები, კვადრატები და წრეები.

განმეორებადი ფორმები ქმნიან მოდელებს და სიმეტრიას, რომელსაც შეუძლია აგრეთვე დაბადოს საინტერესო კომპოზიციის საფუძველი.

მაგალითად, როდესაც უყურებთ ამ ფოტოს, რას ხედავთ?





ერთი შეხედვით, ესაა კინოს გარე ეკრანის ფოტო ჩინეთის სოფელში, მაგრამ შეხედეთ ახლოს და დაიწყეთ ფორმების თვალიერება. ეკრანი აშკარად მართკუთხედია, მაგრამ შეამჩნიეთ, რომ ბრილიანტების ფორმები რომელსაც იატაკი ქმნის? ან ჩინური სიმბოლოების ძირითადი ფორმები კედელზე?




5. გამოიყენეთ პუნქტუაცია და ჟესტიკულაცია

ჯეი მაისელი ბევრს საუბრობს ჟესტიკულაციაზე, ხოლო ბობ ჰოლმსი პუნქტუაციაზე. მოიძიეთ ამ ორი ფოტოგრაფის სამუშაო და ისწავლეთ მეტი ამ კონცეფციების შესახებ.

პუნქტუაცია არის რაიმე საინტერესოს დამატება, ხშირად ადამიანური გამოსახულება, რაც  კადრს 
ავსებს. ფოტოს სჭირდება, რომ პატარა რაიმე დამატებამ გახადოს განსაკუთრებული. პუნქტუაცია არის ქუჩის და მოგზაურობის ფოტოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მაგალითად, ეს ფოტო დასრულებული და გაძლიერებულია ქალის მონაწილეობით კარებში. 





 

წიგნში „Light, Gesture & Color”, ჯეი მეისელი განსაზღვრავს ჟესტიკულაცია როგორც საგანს, რაც აჩვენებს სუბიექტის არსს. ჟესტიკულაციას გადავყავართ გარეგნულიდან სუბიქტის არსში და ავლენს თავის თავს დაკვირვების მეშვეობით.

წარმოიდგინეთ რომ იღებთ მთას. რას ხედავთ? შეიძლება ეს იყოს მთის ფორმა ცის წინააღმდეგ. კლდეების სტრუქტურა გაბნეულია ზედაპირზე, მისი კლდის ციცაბო, ან გზა, რომელსაც ღრუბლები თავად ახვევს მწვევალის გარშემო. ყველა ეს საგანი არის მთის ჟესტიკულაციის ნაწილი, საგნები, რაც ქმნის მას იყოს ასეთი.

ადამიანებთან ჟესტიკულაცია არის სხეულის ენისა და პოზის ნარევი. თუ ქუჩის ფოტოს იღებთ, ეს შეიძლება იყოს ვინმეს სხეულის ენა ან გარეგნობა ფოტოში. თუ უფრო ფორმალურ პორტრეტს იღებთ, ესაა მოდელის გამომეტყველება ან სხეულის ენა, რაც დაგეხმარებათ შექმნათ ხასიათი ან კომუნიკაციის ნიშანი.

ამ ფოტოში მოცეკვავის პოზა და გამოხატვა არის ჟესტიკულაცია.





პუნქტუაცია და ჟესტიკულაცია ანვითარებენ კონცეფციებს. მაგრამ მნიშვნელოვანია იფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი თქვენი ფოტოებისთვის, და მოიშველიოთ თქვენი ფოტოების უფრო ძლიერი კონპოზიციის შესაქმნელად

დასკვნა

კომპოზიცია არის მნიშვნელოვანი ხერხი. მასში დახელოვნებას დრო უნდა, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს, რადგან შედეგად კომპოზიციის გაუმჯობესებას მივიღებთ.

გაქვთ სხვა შემოთავზებები იმისთვის, თუ როგორ განავითაროთ თქვენი კომპოზიციის ხერხები? გთხოვთ დატოვოთ ისინი კომენტარებში. 




წყარო: https://digital-photography-school.com/five-ways-improve-composition-skills/

თარგმნა თამარ შოშიტაშვილმა





0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...