Saturday, January 19, 2019

ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ვინ არეგულირებს ამ ბაზარში ფასებს?




ამასწინ თელავის ბაზარში ვიყავი.

არც მახსოვს რას ვეძებდი, ასეთ დიალოგს კი შევესწარი.

ვიღაც 40 წლამდე მიტანებული კაი დაზმანული ტიპი ეკითხებოდა ბებოს მწნილის ფასს და იმან 3 ლარიო. ამ კაცმა ისე შეიცხადა თითქოს მილიონი გაეგო, რას ამბობობთო, თქვენ  სულ გარეკეთო და გაერიდა.

სულაც არ ვაპირებდი, მაგრამ ის ბებო რომ დავინახე და მისი ცრემლიანი თვალები, მივედი.

მეთქი მე მინდა ერთი კილო თქო.

ბრაზით შემომხედა, დღემდე მახსოვს მისი ბრაზმორეული მზერა და სანამ ამიწონიდა, გახედა იმ ტიპს და ეჰ, ნეტა იცოდეს მთელი წელი როგორ დავფოფინებო. განა სადმე ვყიდულობ, ჩემი ხელით მომყავს, ვამწნილებ და ყოველ დილით 7-ზე გამოვდივარ, რომ ჩემი შრომით მოწეულ-მომზადებული გავყიდოვო.

არ ვიცოდი რა მეთქვა, რავიცი 3 ლარი ტაქსით გადაადგილება ღირს თელავში და მწნილზე როგორ შეიძლება ქალს უთხრა სულ გარეკეთო.

დავემშვიდობე, მომაქვს და ვფიქრობ ჩემთვის.

მგონი სადმე ახლო მახლო სოფლიდანაა, წვალობს მართლა ზედ დაფოფინებს, ამზადებს სარეალიზაციოდ, რომელიც შეიძლება სულაც არ ეხალისება, გამოდის ბაზარში და მაინც ვერ იღებს იმ შედეგს რისთვისაც ამდენს წვალობს.

განა ვისი ბრალია?

ნუთუ მისი?

3 ლარი რომ დაადო კილო მწნილს?

თუ მყიდველის, რომელსაც ეს ფასი ეძვირება?

ან იქნებ ბაზარია დღეს რაღაცნაირად აჭრილი?

მერე უცებ ეს მწნილის თემატიკა ფოტოგრაფიას დავუკავშირე და მივხვდი რომ მეც კაი ვირტუალურ ბაზარში გამომდგარი ვაჭარი გამხადა ამ კომერციალიზაციამ.

"იიი, ფოტოგრაფია ხელოვნებააა" ბაზარი კაი ხანია გვერდზე გავდგით ყველამ ვინც ამ სფეროში ვართ, ჰოდა ჯიგრულად ვირტუალურ დახლებთან წამომჯდრებიც კარგად ვვაჭრობთ მესენჯერის საშუალებით.

ფიქრებს შეყოლილმა იმ შემრეზილი კლიენტის სახის გახსენებაზე ჩემი დახლის ამბებიც გავიხსენე და ისიც კარგად გავიაზრე რომ მწნილში მიწვდილი 5 ლარიანიდან მორჩენილი 2 ლარით სახლშიც ვერ დავბრუნდებოდი ტაქსით, როგორც ზემოთ მოგახსენეთ ეს სერვისი თელავში 3 ლარი ღირს. მერე ისიც გამახსენდა რომ ეს ერთ - ერთი ბოლო ხუთ ლარიანი იყო რაც ამჟამად გამაჩნია. არადა წესით ამ 2019 წელში როგორც ვაჭრები იტყოდნენ კაი 1000 ან უფრო მეტ ლარიანიც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ როგორც ჩანს იმ ბებოს კლიენტისა არ იყოს, ჩემი კლიენტებიც ძაან ძვირობენ ფასებს და ამ სტატიის დაწერაც ამ ამბავმა მიბიძგა.



თავიდანვე ვაცხადებ რომ არც რაიმე მორალი დაგვხვდება ბოლოს და არც რაიმე solution.

არა, მხოლოდ კითხვები მაქვს, როგორც რიგით ნოქარს, რომელიც დღეს ამ უცნაურ ვირტუალურ დახლზე გადმომდგარა.

მახსოვს ის დრო, როცა ჩემი ერთი ახლობელი წლების წინ მაგრად მამუნათებდა, ფასებს რატო აგდებო. მაშინდელი პასუხი ჩემი ასეთი იყო - არც ვიცი რა ფასებია თქო, და იმანაც სიტყვამოსწრებულად მომიგო, ჰოდა იკითხე შე კაცო და გეტყვითო.

როგორც მაშინ, ახლაც ვიკითხავ, ნეტამც მაცოდინა საბაზრო ფასებს ვინ არეგულირებს?

რადგან როგორც სჩანს მე როგორც კომერციული ფოტოგრაფი აშკარად ავცდი. რა დასკვნამდეც წლევანდელმა 5 ჯერ ცხვირაბზუებულმა და უიჰ რა ძვირიას მთქმელმა კლიენტმა მაგრძნობინა. ჰო იმ 1000 ან 2000-მა ლარმა ჯიბეში რომ უნდა მედოს, მაგრამ არ მიდევს.

დახლმეითებო, რა ფასებში მოძრაობთ იქნებ გამარკვიოთ, რადგან რაც უფრო დაბლა ვექაჩები ჩემი ხელითა და გონით მოწეულს, მაინც არ მეყიდება.

ამ ფიქრებში წასული სქროლვაში ვხვდები მსუყე განცხადებებს იმის შესახებ თუ რომელს სცალია დღეს რომ გადაიღონ.

- აბა ვის ესიამოვნება დღეს პოზირება?

- მცალია და გარეთ ვარ და რავი, რომელს გაგისწორდებათ ახალი ფოტკები?

ჰმ . . .

რა უცანურია, ჩემთვის ვფიქრობ კომერცია ხო ისაა სადაც სერვისს ყიდი ფულზე. და ქველმოქმედება კიდე სხვა რამე. და ისევ კომერცია ხო ნაღდად ისაა რო შენ სერვისს ფულის სანაცვლოდ აძლევ მას ვისაც ის ჭირდება, რავიცი მე რომ კომერცია დავიწყე და აქცია მოვცხე თელავში, ნადიკვარზე ფოტო 1 ლარად თქო, ლამის რაზბორკაზე დამიბარეს -  შენ იქ ხომ არ მოძრაობო? რაღა ლამის, დამიბარეს და მიტხრეს კიდეც, თანაც გოგომ.

ა, პორტფოლიოს ამდიდრებენ, მაშინ ჰო, მაშინ გასაგებია.

მერე რა რომ ქალაქში მოძრავი 20-30 გოგო პორტფოლიოს გამდიდრების მსურველებმა უკვე გადაიღეს უფასოდ. მერე რა რომ იმ ქალის არ იყოს ზედ დავფოფინებდი ფოტოგრაფიას, წლები კითხვას ან პრაქტიკას მივუძღვენი. მთავარი ხო ისაა - იმ დღეს ფეიჯზე ვინ დადებს ძერსკ ფოტოს.

მგონი ავცდი საბაზრო კანონებს და ჩვენს კომერციული ფოტოგრაფების დახლებთან ქველმოქმედებამ და სანტა კლაუსებმა ჩამოიარეს.

არა, განა მაგაზეა, მე ისედაც ვიზამ ჩემსას და არ დავიკარგები, მაგრამ ეს უფასო და თან კომერციული ტრიუკები რა ახალი ჯანდაბაა.

ჰიბრიდია ძმა -  მეტყოდა მავანი მოწეული ახლა.

მართლა გაუგებარია.

მერე რომ მოგვწერს ის 30-იდან ერთი გოგო, რომელიც ამ პაწაწუნა ქალაქში გადაღების მსურველია. ცხადია იმ 40 წლის მწნილის მყიდველი კაცივით დაიჯღანება ჩემს მიწერილ ფასზე, რადგან ისიც კარგად მოეხსენება რომ ორ დახლს იქით, სრულიად უაფასო ფოტოკამერები და გრაფები არიან.



ისიც კარგად მესმის რომ ზოგს ამით არც ოჯახი აქვს სარჩენი, ან პირიქით იმდენი იშოვა რომ უკვე არჩინა და გასცდა კიდეც.

ზოგს ეს სულაც ახალი გოგოების/ბიჭების გასაცნობად გინდათ, მაგრამ folks აგერ ხალხი ვართ, ვინც მთლიანად თავი გადავდეთ ამისთვის.

მე პირადად ჩემი ქორწინების ბეჭედი დავალომბარდე, რომ ჩემი პირველი კამერა მეყიდა. განა იმიტომ რომ ჰაიდა ლამაზი გოგოები გადამეღო, ან განა იმიტომ რომ დიიდი ფული მეშოვა. არამც და არამც, 2007 წლიდან ვიღებდი რაღაც ბანძი მობილურით და ჩემი ოცნება იყო ნორმალური კამერა. შემდეგ კი ქუჩის და ურბანული ფოტოგრაფია. მომენტ არც კომერციას გავეკარებოდი, კაი ბიზნესმენი კაცის შვილიშვილი რომ ვიყო ან სულაც დედა მიგზავნიდეს იტალიიდან 1000 ევროს ყოველთვე. არა განა კომერციას ვძრახამ. აქაც არამც და არამც. მე უფრო ბლოგი, წერა და სწავლება მიყვარს. ქუჩაში გადაღება და მოგზაურობა. 2009-დან 2013 მდე სამსახურის კამერით დავრბოდი, და 13-ში ნაყიდი კამერით ერთი წლის თავზე ყველაფერი მივატოვე. სრულიად ნოლზე დავჯექი ფოტოგრაფიის სიყვარულით და არა გამდიდრების მუღამით. რადგან ფოტოგრაფია მიყვარს. მაგრამ. . .  მაგრამ რადგან ფულის ხეს ჯერ ვერ მივაკვლიე და არც არავინ მყავს საზღვარგარეთიდან კამერების შემძენი ნათესავი, ჩემი შრომით და ცოდნით ვშვრები ყველაფერს. ჰო, როგორც ის ბებო ბაზრიდან.

მაგრამ განა ყველაფერი მარტო თქვენი ბრალია?

არამც და არამც, აქ კიდე ის ხალხიცაა, ვინც კონას ათ შაურად აფასებს. აი საჭირო ხალხის ქორწილებშიც ვაბშეტა სუუულ უფასოდ რომ დარბის და ვისი თამასაც იმდენად დაბალია, რომ ვერც კი ჩავდივარ იქამდე. ფიზიკურად, ხარჯსაც რომ ვერ გადაფარავს ისეთი პირობებია.

თქვენიც მესმის ძმებო და დებო, როგორც ჩანს არც ვალი იცით რა არის და არც კამერაში მოგიხდენიათ ინვესტირება. ალბათ ვინმემ გამოგიგზავნათ, ან სულაც ლატარიაში მოგებული ფულით იყიდეთ და შესაბამისად გაქვთ იმის ფუფუნება რომ სულაც კონა ათ შაურად გაყიდოთ.

ვიცი ჰო მემარჯვენეობაში ასეა - ბაზარი არეგულირებს. მაგრამ ინვესტირების და საწყისი კაპიტალის ამბავში უკვე გამარჯვებული ხალხი რო ხართ ფასი რომ აწიოთ არ გინდათ? მასე არც არავინ დარჩება მოგებული, წესით უნდა იაზრებდეთ მეგობრებო.

აი აქ კი ვცდები...

აქ ის კლიენტი რჩება მოგებული, რომელიც მეხუთედ დავკარგე უკვე განვლილ 20 დღეში. ხან იმიტომ რომ ვიღაცამ უფასოდ გადაუღო. ან იმდენად იაფად რომ ფეხსაც არ გადავდგამდი. არადა ჩემი ფეხის გადადგმა არც ისე ძვირი ღირს ამ ისედაც გაუბედურებულ ბაზარში, რომელიც იმის ნაცვლად რომ ისეთივე მზარდი იყოს, როგორც კამერების თუ ლინზების ფასი, პირიქით ქვევით მოექანება, დაგორებული ქვასავით.

ჰმმ, განა კი ვიღებთ ამაზე ხმას, არა.

დღეს მოდურობა, ფოტოგრაფია და სთორები იმდენად შორს გაიჭრა, რომ ალბათ რეგიონში მცხოვრები, საშუალო ამბიციების და მოთხოვნების კაცს თუ არ მოუჭერს მარყუჭი ბოლომდე, ხმასაც არავინ ამოიღებს.

არადა მართლა იმდენად ცოტა ვუთხარი დღეს ტიპებს, რომ გაუკვირდათ კიდეც ტელეფონის მეორე მხარეს. მაგრამ რად გინდა, ბოსებმა თქვეს არა, ძვირიაო. და განა იმიტომ რომ მართლა ძვირია. არამედ იმიტომ რომ ყოველთვის არის ვიღაც ვინც ამას უფრო იაფად შეასრულებს. იაფად და ხარისხიანად. მერწუმენთ იაფი ყოველთვის ხარისხიანია.

რა არ იცოდით?

ჰოდა იცოდეთ ამის მერე, რადგან ეს ჩვენი ბაზრის ახალი წესია, რომლითაც აგერ მხოლოდ ჩემ მაგალითზე უკვე ხუთმა კლიენტმა ისარგებლა.

წარმატებები...

განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაგაზეც არის რომ როცა ფოტოგრაფს იმდენი გაქვს ნაშოვნი რომ სადმე კურორტზე ისვენებ, უფასოდ არ უნდა გადაუღო ისედაც ფულში გაბანებულ ტიპებს ამ გაქანებულ კომერციის ხანაში. მითუფრო რომ ხომ იცი შენ რომ ამას აკეთებ, ვიღაცას ართმევ იმ ფულს, რომელსაც სულაც ის კურორტი ერთი დამსვენებლიდან იღებს.

კაპიტალიზმის და ბურჟუაზიის მთავარი ჭირიც ეგ არის, რომ უარს უარზე გვათმქვინებენ ერთმანეთში და ეს პირველად არ ხდება, ბოლოს კი ცხადია რომ მაინც გამოინახება ვიღაც უფრო მეიაფე ან ბარემ იქვე მყოფი უფასო, ჯიგარსონა და ფეშენ გადამღები, რომელიც სიმპათიური ბობოლა კაპიტალისტის ჯიბეში კიდევ ერთხელ დატოვებს 300-500 ლარით მეტ მოგებას, მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ამ თანხით ნაკლები მოითხოვა კონკრეტულ გადაღებაში.

ვზივარ აქ, ჩემს კომპიუტერთან გაოცებული და ისევ იმ კითხვას ვუბრუნდები

- ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ვინ არეგულირებს ამ ბაზარში ფასებს?

გამაცანით, რადგან ფაქტია რომ მე ძაან აცდენილი ვარ, როგორც კომერციული ფოტოგრაფი.

და თუ ვინმე ისეთი არ გამოჩნდა, როგორიც მე ვიყავი იმ მომენტში, ფაქტია ჩემი ფოტოგრაფიის ფასის დამწუნებელი უფრო მეტია ვიდრე მომწონებელი, იმ მწნილის გამყიდველი ქალის და მისი ხეპრე ცხვირბზუა კლიენტისა არ იყოს.

არადა ბოლო 2-3 თვეში, ჩემს ლინზებს გეფიცებით, მართლა ისეთ ბობოლა კამანდებს ვყავარ ფასის გამო დაქენსელებული რო დავიბენი და საერთოდ ვერ გამიგია რა ხდება ამ ჯანდაბა ბაზარში.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი




10 comments:

  1. ცუდი ბიზნესმენი ხარ :)
    ერთ ლექციაში მოვისმინე: საშუალო დონის ფოტოგრაფი კარგი ბიზნეს სქილებით ყოველთვის აჯობებს კარგ ფოტოგრაფს ზაშუალო ბიზნეს სქილებით.
    მუშაობს ეგ

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა ირაკლი კომენტარისათვის.

      ეგ ისედაც ვიცი, ვაცნობიერებ ნათლად. სამაგიეროდ წერა გამომდის კარგად :)))

      Delete
    2. რამოდენიმე ფაქტორია მანდ. მეც პატარა ქალაქში ვცხოვრობ და მსგავსი სიტუაციაა.
      1. ჭარბობს ისეთი დამკვეთი, რმოელსაც ხარისხი არ ანაღვლებს. რაც იაფი დაუჯდება, მით უკეთესი. ეგ ყველგანაა, ნორმალურია, მაგრამ პატარა ქალაქებში უმრავლესობაა. მაგ: ტიპს 20 ნომრიანი სასტუმრო აქვს და მობილურით გადაღებული ფოტოები უდევს ბუქინგზე. მეტი არ ჭირდება, "ისედაც მოდის სტუმარი და რაზე ვხარჯო ბრატ მეტი".
      2. ეგ უფასო ფოტოგრაფები სწრაფად დენადი დაბალანაზღაურებიანი კადრებივითაა. ანუ სულ იქნებიან სწრაფად ცვალებადი სახელები და გვარებით: ერთი დარმავოი კამერიანი ტიპი რომ მიხვდება, უფასოზე მეტს ვერ ვქაჩავ და გაჩერდება, ამ დროს მეორე დარმავოი კამერიანი ტიპი გამოჩნდება და ასე. ეგეთი მოცემულობაა.
      3. მე მაქვს ასეთი მიდგომა: თუ კლიენტი ჩემგან ფასის გამო მიდის, შემდეგ აუცილებლად ვსტალკავ, რა შედეგი მიიღო სხვისგან. თუ ჩემზე უკეთესი შედეგია, ვსწავლობ როგორ გავაკეთო. თუ უფრო დაბალი ხარისხის შედეგია, მაშინ არც არაფერია სანერვიულო: ა) თუ მიღირს, ვამატებ ეგეთ მომსახურეობას დაბალ ფასად თუ არადა, არ ვამატებ. მეც ბევრ ირამე მინდა იაფად და ვაბშე უფასოდაც, მარა არაა :)

      Delete
  2. ირაკლი გეთანხმები და დავამატებ იმას, რომ შენი პირველი მაგალითისნაირად მეც მაქვს მსგავსი მაგალიტები, ეგ ხალხი ვინც მობილიტ ირებს ისედაც არაა ჩვენი სერვისის კლიენტი.

    უფასო ფოტოგრაფები კი, მაგრამ მე ვამბობ იმ ფოტოგრაფებზე, რომლებიც კომერციაში არიან, მაგრამ უფასოდ იღებენ ფოტოსესიებს, რომელიც რაღაც ვარიანტში ჩემი ერთ-ერთი სერვისია და ფაქტიურად რასაც მე ვყიდი ისინი გააჩუქებენ. ხოლო რასაც ისინი ყიდიან მე არ გავაჩუქებ, არამედ შეიძლება იგივე სერვისში ჩემტან ფასი ძვირი იყოს. რა გამოდის, რომ მაღალ ფასიან სერვისს ვერ ვყიდი რადგან სხვებს იაფად აქვთ და დაბალ ფასიანსაც ვერ ვყიდი რადგან მაგას უფასოდ აკეთებენ. რა გამოდის, რომ ვერაფერსაც ვერ გავყიდი, რადგან ტიპები ან საჩუქრებად არიგებენ და ან დაბალ ფასში გააქვთ. ეს არის კომერციული ფოტოგრაფია? ასე გვინდა რომ ბაზარი განვითარდეს? ან სტუდია?

    რაც შეეხება შენ მიდგომას, გულწრფელად გეტყვი ძალიან მომეწონა. მე არ ვასტალკერებ ხოლმე, უბრალოდ ვიკიდებ. ხან თვალი თავისით გარბის რადგან მეგობრები დებენ და ვხედავ რაცაა. რაც შეეხება უარეს და უკეთეს შედეგს ეგ სუფთად გემოვნების საკითხია, როგორც ჩემი ისე კლიენტის და ზოგადად დამტვარიელებლის.

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ცუდი ბიზნესმენი ვარ, ასე რომ, რამე რჩევის მოცემა რამდენად მართებულია, არ ვიცი, ყოველშემთხვევაში ფოტოგრაფი უკეთესი ვარ ვიდრე ბიზნესმენი. მაქვს სტუდია, სადაც 90% ჩვილებს და პატარა ბავშვებს ვუღებ და მაგალითისთვის მოვიყვან შემდეგს: არ მაქვს აი ის $10-იანი დაბეჭდილი პლაკატები, რომლის ფონზეც უღებენ ხოლმე ბავშვებს. ძაან უგემოვნოდ მიმაჩნია ეგეთი ფოტოები; პლაკატზე სხვანაირად ეცემა შუქი, ბავშვზე სხვანაირად, ფერების ბალანსი ხო საშინელებაა და არ ემთხვევა ბავშვის და პლაკატის ფერების ტემპერატურა,თვითონ პლაკატის დიზაინზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ ზუსტად მასეთ ფონებზეა მოთხოვნა. ნორმალური ბიზნესმენი ადგებოდა და იყიდდა რამოდენიმეს, მეტი კლიენტებიც ეყოლებოდა მეტ შემოსავალთან ერთად, მაგრამ მე არ ვარ ნორმალური ბიზნესმენი :) კარგი ანაზღაურებადი სამსახურიდან წამოვედი რომ ეს საქმე მეკეთებინა და მხოლოდ შემოსავლის გამო არ მემუშავა. პლაკატების ყიდვით იგივეს გავაკეთებდი, რასაც სამსახურში ვაკეთებდი - ვიმუშავებდი მხოლოდ შემოსავლისთვის. იგივე პროდუქტს შევთავაზებდი, რასაც სხვები სთავაზობენ. ეგ არ მინდა. რაღაც ახალი მინდა შევთავაზო, უკეთესი ვიდრე პლაკატების ფონზე გადაღებული სურათებია. ვინც ნახულობს ჩემს ფოტოებს, უმეტესობას მოწონს, რაც მაძლევს სტიმულს გავაგრძელო ამ გზით განვითარება და მუშაობა. იმას ვამბობ, შენს შემთხვევაში, რასაც სხვები უფასო სთავაზობენ, შენ უფრო კარგი ხარისხის შესთავაზე. იღებს ვიღაც პერსონალურ ფოტოსესიას უფასოდ? $40-იანი სოფტბოქსი დაითრიე, ჩადე ფლეში შიგნით და გამოიყენე შენს სესიებზე, უთხარი, რომ შენიშნვების შემთხვევაში თავიდან დააფოტოშეპებ მაგათ სურათებს... და დაინახავენ, რომ მეტ ენერგიას დებ მომსახურებაში და შედეგიც უკეთესია. მაგიტომაც არ არის უფასო შენი მომსახურეობა. ფასების დაკლებას ყოველთვის მომსახურების ხარისხის გაზრდა ჯობია. ჩემი მაგალითიდან გეტყვი ისევ: არქიტექტურის და ინტერიერი/ექსტერიერის გადაღება მიყვარს. ასე თუ ისე მოვიძიე ინფო, რა მდგომარეობაა ბაზარზე. ვნახე, რომ ბევრი არაფერი ვიცოდი მაგის გადაღებაში, ლექციები ვიყიდე, ვისწავლე და ახლა ვთვლი, რომ არც თუ ისე ცუდ ფოტოებს ვიღებ მაგ სფეროში. რამოდენიმე ათასიანი შეკვეთებიც ამიღია და კმაყიფილი დარჩელან დაკმვეთები. მაგრამ არიან ჩემზე უკეთესებიც, როგორც ფოტოგრაფები და როგორც ბიზნესმენები. ვთვლი, რომ კიდე ბევრი მაქვს სასწავლი, თუ მინდა მეც ეგეთი ვიყო და არა ფასი დავაგდო. ეს უფრო გრძელვადიანი გათვლაა, დღეს შეიძლება კლიენტები დავკარგო, მაგრამ თუ მკითხავს კლიენტი, ასე ძვირს რატომ ითხოვო, სხვა უფრო იაფად ან საერთოდ უფასოდ აკეთებსო, პორტფოლიოს ვანახებ და ვეტყვი, იმდენჯერ დაგიმუშავებ თავიდან ფოტოს, სანამ არ მოგეწონებათქო. შემდეგ უფრო მარტივი კლიენტისთვის გადაწყვიტოს, უნდა ხარისხიანი და უფრო ძვირი მომსახურეობა, თუ იაფი და ნაკლები ხარისხის ურჩევნია

      Delete
    2. მერე რომ არ გამომრჩეს გეტყვი რომ ძალიან კარგი flashpoint განათება მაქვს, გასულ წელს შემოსული დიდი თანხის ნაწილი სწორედ სტუდიურ განათებაში დავაბანდე და ისეთ ზღაპრულ შედეგებზე გავყავარ მაგ განათებას რომ კლიენტებიც კმაყოფილები მრჩებიან. რეალურად ბევრი საქმე მქონდა და მე თვითონ ვერ დავაპიარე ეგ ტექნიკა. მაგრამ ის ხალხიც ბევრს მაკარგვინებს ვინც უფასოდ უღებთ გოგოებს.

      Delete
    3. ირაკლი გეთანხმები ყველაფერში. ერთია ჩემთვის ახალი ფოტოს რამდენჯერმე დამუშავება, თუმცა ეგეც არჩევანი და ერთგვარი გზაა. მე მაგალითად აღარ ვამუშავებ. კლიენტს წინასწარ ვაჩვენებ და იციან რა ფერებში იქნება ფოტო. ფონებზე კი გული მერევა, მეც მაქვს სტუდია და არ მინდა მაგ ფონების დაკიდება, ვნახე რა ნაგავი შედეგიც ჯდება. დახვეწა შეიძლება მაგ ფონებისაც, არც მაგას გამოვრიცხავ, დიზაინს რაც შეეხება თუ ფონებს დავპრინტავ დიზაინი სულ ჩემი იქნება ეგ ზუსტად ვიცი, რადგან ამაზე წლებია ვმუშაობ და შემიძლია თავად ავაწყო ფონი.

      Delete
    4. კლიენტების შენიშვნების გათვალისწინება რამოდენიმეჯერ დამუშავებაში, ძირითადად ინტერიერის გადაღებისას ხდება. ზოგს გადანათებული ინტერიერი მოსწონს და დეტალები კიდია, ზოგს ნათურის შიგნით რომ სპირალიც ჩანს ეგეთი. ერთიდაიგივე სივრცე გადამიღია ცალკე მფლობელისთვის და ცალკე დიზაინერისთვის, ვინც სივრცის დიზაინი გააკეთა და აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცეები უნდოდათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია კლიენტზე მორგება, ეგ გამოცდილი პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში. სხვა სახის ფოტოსესიებზე ჯერ არ მოქნია ეგეთ მოთხოვნა სიმართლე გითხრა. მოკლედ, გქონია ყველაფერი უფასოებზე უკეთესი მომსახურების შესათავაზებლად და წარმატებები. დარმავოი ყოველთვის იქნება ჩვენთან, მიმწოდებელიც და კლიენტიც. მოცემულობად აიღე ეგეც.

      Delete
    5. აჰამ გასაგებია გავითვალისწინებ შენს გამოცდილებას, მართალია არ მაქვს ინტერიერის დიზაინზე შეკვეთები ბევრი, მაგრამ მაინც ჯობია ვიცოდე. დარმავოი რომ იქნება ვიცი, მაგ ხალხს უკვე კაი ხანია ვეხვეწები რომ ფასი აწიონ, რადგან მაგათ ქვემოთ ფასი აღარ არსებობს, ვინც სულ ქვემოთაა მაგათ ვეუბნები აწიეთ თქო, მაგრამ არ უნდათ :))))

      Delete
    6. "ნეტამც მაცოდინა საბაზრო ფასებს ვინ არეგულირებს?" "ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ვინ არეგულირებს ამ ბაზარში ფასებს?" Gio Bejanishvili ბოდიში მომითხოვია, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაში ეს გაცილებით უფრო არაკორექტული კითხვაა ვიდრე მაგალითად ეს:- "რამდენი ღმერთი არსებობს", ან ეს:- "რომელია ჭეშმარიტი ღმერთი?", ან დაახლოებით ესეთი: -"გიო შენ რა გქვია?" ფასებს თვით საბჭოთ კავშირშიც, ჩრდილოეთ კორეაში და რავიცი ნებისმიერ სოციალისტურ თუ ავტორიტარულ ქვეყანაში, სადაც ფასების რეგულარიზაცია და ფიქსირება ხდება, რასაც დადგენას უწოდებენ, სინამდვილეში ადგენს ბაზარი. ხოლო რეგულაცია და ფიქსირება ეს ფასის დადგენაში მონაწილე კომპონენტებია და არა საბოლოო დამდგენი. სხვა საქმეა ილაპარაკო განვითარებულ და განუვითარებელ ბაზარზე. სტატიიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ კლიენტებთან წარმატების მიღწევას დაბალი ფასებით ცდილობთ, არადა რიგ შემთხვევებში სულ პირიქითაა. ბევრი პირადი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ მხოლოდ ფოტოგრაფიაზე მოვიყვან. ერთხელ ინტერიერი და ექსტერიერი შემიკვეთეს. ვუთხარი 2200 ლარი და შევატყვე უკმაყოფილება კლიენტს, რომელიც თვლიდა რომ ჩემგან ხარისხიან ნამუშევარს მიიღებდა. ბევრი იფიქრებს, რომ ფასი ებევრა, არადა ეს კლიენტი თანახმა იყო ამ დაკვეთაში გადაეხადა 4000 ლარი. საქმე კი იმაში იყო, რომ ჩემამდე მისული იყო ფეშენ ფოტოგრაფი, რომელიც ინტერიერის გადაღების აზრზე არაა და შესთავაზა 3800 ლარი. კლიენტმა, რადგან მე 2200 ვუთხარი, უკვე ჩემს პროფესიონალიზმში შეიტანა ეჭვი. უკმაყოფილო კი იმიტო დარჩა, რომ მანამდე თავის უფროსობათან ვყავდი ნაქები.

      Delete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...