Tuesday, January 22, 2019

თელავის კოლორიტი სახლი (ფოტოკოლექცია)





ყველაფრის კოლექციად შეკვრა რომ მიყვარს, ჩვენი ბლოგის მკითხველისთვის არ ახალია.

მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რაც ბევრმა არ იცის, ან არ შეუმჩნევია.

ეს ჩემი ხასიათია როგორც ფოტოგრაფის, რომელსაც ადგილების ამოჩემება და დაკვირვება უყვარს.

ცხადია ეს შენობა პირველად რომ გადავიღე, მაშინ სულაც არ მიფიქრია, რომ ოდესმე ამ კოლექციას შევკრავდი. ახლა რომ ვუკვირდები, ისე გამოდის, თითქოს დღედაღამ ამ შენობას დავტრიალებდე თავზე, თანაც სხვადასხვა კუთხიდან.

არადა ასე არაა.

უბრალოდ ერთ-ერთი გამორჩეული და კოლორიტი სახლია ქალაქის ცენტრში. გამორჩეულს კი მას ვფიქრობ ეს გუმბათი ხდის, საიდანაც სხვათაშორის ქალაქის მოედანი ძალიან ლამაზად მოჩანს.

ორიოდე სიტყვა შენობაზეც უნდა ითქვას:

ის სტალინის დროს 50-იან წლებში თელავის ძაფსახვევი ქარხნის მუშების და მომსახურე პერსონალისათვის აუშენებიათ. გუმბათი მას თავიდანვე ქონდა, თუმცა თელავის რეაბილიტაციის დროს (2012 წელს) გუმბათსაც და შენობასაც რაღაც დეტალები კიდევ მოამატეს.

ამ სტატიაში თავი მოვუყარე ამ შენობის 30-მდე კადრს სხვადასხვა სეზონიდან, იმედია ისიამოვნებთ დათვალიერებით.



































ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...