Friday, March 2, 2018

რა არის ტრენდული ფერები - ინტერვიუ ფოტოგრაფ ლევან დვალთან




ინტერვიუს ჩასაწერად შეხვედრა რამდენჯერმე დავგეგმეთ.

მაგრამ გადაიდო.

ხან მე არ მეცალა და ხან მას. ორივე კომერციულ ფოტოგრაფიაში ვართ ჩაბმული და გადაღებები არ იძლეოდა საუბრის საშუალებას. 

ბოლოს ერთად მოგვიწია გადაღებაზე წასვლა და სწორედ მაშინ როცა შინ ვბრუნდებოდით ტაქსით, შევთავაზე ინტერვიუს ჩაწერა. აქ ჩავწეროთო, მანქანაშიო - გაუკვირდა. სხვაგან ვერ დაგიჭირე და რატომაც არა თქო. ამ ინტერვიუს ლაივში ისმენდა ტაქსის მძღოლი.

- რა არის ტრენდული ფერები? როგორია მისი განმარტება და საიდან მოდის ის?

არის რამდენიმე კომპანია, მაგალითისთვის: VSCO და Thepresetfactory,  რომლებმაც შექმნეს გარკვეული ფერები და ერთგვარი ატაცება მოხდა, არა მარტო ფოტოგრაფებისარამედ უშუალოდ საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა დიდი მოწონებაც დაიმსახურა  და აი ასე დაერქვა, ჩამოყალიბდა ტრენდულად. უშუალოდ ფერს რომ შევეხოთ, ძირითადი ტონი ყავისფერია და ის სხვა ტონებთან შედარებით ყოველთვის ამოწეულია. მაგალითისთვის: მწვანე თითქმის არ არსებობს ფოტოებში, იმდენად მინიმალისტურადაა მწვანე ტონი, რომ ხშირად არც ჩანს.

რამდენ ხანში იცვლება ფერები?

მაგალითად ახლანდელ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი კომპანია VSCO, რამდენიმე წელია უკვე აქტიურად გამოჩნდა და ძირითადი ბაზარი ფერების თემაში უკავია VSCO - . ამასთან ერთად აქვს აპლიკაცია, მობილურისთვის, სადაც ჩაშენებულია VSCO - ს კამერა, რომელიც მანუალ რეჟიმში გაძლევს საშუალებას მართო შენი მობილურის კამერა და მიიღო უკეთესი შედეგი. გადაღებულ ფოტოს არედაქტირებ აპლიკაციაშივე, სადაც ასევე გვაქვს პრისეტები (ფერები) სპეციალურად მობილური ვერსიისთვის შექმნილი. 

VSCO - ს ლაითრუმისა და ფოტოშოპისთვის აქვს შექმნილი ფერები. პრისეტები დანომრილია შედმეგნაირად: იწყება 00-დან და მთავრდება 07-ით. მაგალითისათვის  ავიღოთ 00 - ამ ნომერში ვხვდებით ნუმერაციის შემდეგ სისტემას 00 ქენონი, 00 ნიკონი, 00 ლეიკა და .. ყველა ნომერში განსხვავებული ფერებია. მე, მაგალითად ვიყენებ 00, 01 და 05. სამივე ნომრიდან ვიყენებ მხოლოდ ლეიკის ფერებს, თუმცა გასათვალიწინებელია, რომ ნებისმიერი პრისეტი ნებისმირ ფოტოზე რომ გამოვიყენოთ შეცლა სჭირდება ანუ ფოტოზე მორგება, ეს საორიენტაციო ფერია და არა მზა. ნებისმიერი პრისეტის გამოყენების შემდეგ უკვე თქვენს გემოვნებაზეა ექსპოზიციის, ფერების მორგება ფოტოზე.






 - ფოტოშოპში მხოლოდ როუ ფორმატში მუშაობს ?

- როგორც მე ვიცი, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ძირითადად პრისეტები ემატება კამერა როუში.

- შენი აზრით რა იწვევს ამა თუ იმ ფერის ატაცებას და თვითონ რა სტილშიც ეს ფოტოები აქვს წაყვანილი ეს რომელი სტილია?

მაგ: VSCO-ს შემთხვევაში უმეტესად ფირის ფოტოგრაფიას გავს ეს ფერები, რაღაც ძველთან არის დაკავშირებული, მაქსიმალურად მიმსგავსებულია ფირის ფერებს გადმოტანილი ციფრულში.

- რატომ იწვევს საზოგადოებაში აღფრთოვანებას და რამდენად პოპულარულია?

პირველი, რაც განაპირობებს ამ ფერების პოპულარობას ისაა, რომ გემოვნებაში ჯდება.  მეორე ის, რომ ამ ფერებით შეგიძლია მარტივად გაყიდო შენი პროდუქცია, შენი ფოტოები და როდესაც ხედავ ასე უფრო იყიდება, ცდილობ შენც არ ჩამორჩე და იყო ასე ვთქვათ ტრენდულ ფერებში.


- დღევანდელ დღეს საქართველოში რამდენად ხშირად იყინებენ კომერციული ფოტოგრაფები ამ ტრენდულ ფერებს? რამდენად აუცილებელია რომ იყენებდე და შენ თუ იყენებ?

დღევანდელ ფოტოგრაფიაში კომერციის მხრივ ძირითადად, რაც სოციალურ მედიაში ფოტოები გვხვდება თითქმის ეს ფერებია, რომლებიც ტრენდულ ფერებად ითვლება - VSCO, Beauty kit, Cine collection, Cinematica, Earth tones, Editorial collection,  და კიდევ სხვა უამრავი ფერი...  



  - აქ მე მგონია რომ მარტო ყავისფერზე არაა. . . კიდევ რა ახასიათებს გარდა ყავისფერის?
 
ყველაზე მნიშვნელოვანია ციფრული ხმაურები, რომლებიც მიმსგავსებულია ფირის ხმაურებს. ეგეც ერთგვარი მოდაა, რომ ფოტოზე არის რაღაც ხელოვნურად შექმნილი ხმაურები. ესეც ტრენდულია. სუფთა და გადაპრიალებული ფოტოები აღარ არის ტრენდული, როგორც ეს ცოტა ხნის წინიყო, სანამ VSCO და სხვები გამოჩნდებოდა.  მაგ: VSCO - ში როდესაც  პრისეტს პირველ ჯერზე გამოვიყენებთ, ფოტოს დავადებთ ავტომატურად გვაძლევს ციფრულ ხმაურებს, შეიძლება ესენი მოვხსნათ რა თქმა უნდა, მაგრამ ერთგვარი რეკომენდაციაცაა VSCO - ს მხრიდან.

- რა არის ტრენდულ ფერების გამოყენების უარყოფითი მხარეები, დეტალიზაცია ხომ არ იკარგება?

დეტალიზაციასთან დაკავშირებით ფოტოგრაფიაში, თუნდაც კომერციულში არიან ფოტოგრაფები, რომლებიც უფრო დოკუმეტურ სტილში იღებენ და გადამწყვეტ როლს მათ ფოტოგრაფიაში არ თამაშობს დეტალიზაცია, აქ უფრო ფერებზე და კომპოზიციაზეა გამახვილებული ყურადღება და თხრობაზე. შენ, მაყურებელიც აღარ აქცევ დეტალიზაციას ყურადღებას და ფოტოს მთლიანობაში აფასებ. თუმცა ასევე დიდი ყურადღება ექცევა დეტალიზაციას, მაგრამ აქაც ბევრი მინუსია, ჩემი აზრით ზედმეტად დამუშავებული ფოტოები, მაგალითად რეტუში, კანი არის ზედმეტად (არაბუნებრივად)  გადაპრიალებული, პლასტმასს არის დამსაგვსებული.

არარეალური ფერები, მაგ: თეთრთან დაკავშირებით, თუნდაც ქორწილის ფოტოებში ერთ-ერთ დიდ პრობლემად მიმაჩნია სხვა ყველაფერთად ერთად პატარძლის კაბას თუ დავაკვირდებით ხშირ შემთხვევაში არ არის თეთრი. ხშირად გარე ტონები გადადის კაბაზე. ამას ზედმეტი და არასწორი დამუშავება იწვევს.





- რამდენად აუცილებელია კომერციული ფოტოგრაფებისთვის 
ტრენდულ ფერებში გარკვევა

შეიძლება ჩვენში საერთოდ არ ჯდებოდეს  ფერები რომლებსაც ვიყენებთ, თუმცა როდესაც კომერციული ფოტოგრაფი ხარ, აუცილებლად უნდა აყვე ფერებს რომლებიც მოდაშია. აქაც მარტივად არის. მაქსიმალურად უნდა ეცადო, შესთავაზო ფერები რომლის მოთხოვნაც არის. (თუმცა აქ ფერებზეა მხოლოდ და არა გადაღების სტილზე). კომერციაც ამას გულისხმობს, რაც მოსწონს ხალხს, ის უნდა მიყიდო. თუნდაც არ მოგწონდეს შენ.

- ძირითადად რა ჟანრებში გამოიყენება და რა ჟანრებში მოგწონს შენ ეს ფერები? 

ეს ფერები ძირითადად გვხვდება ყველგან თითქმის, თუმცა ძირითად შემთვევაში ქორწილის, ბანკეტის ფოტოებში, პორტფოლიოებში, პირად ფოტოსესიებში. თუმცა ყველა ჟანრში არ მომწონს. ჩემი აზრია, რომ ეს ფერები არის კონკრეტული ადგილებისთვის, (გარომოსთვის) კონკრეტული სიტუაციებისთვის და არა ნებისმერი სიტუაციისათვის.

- როგორ ფიქრობ, როდის შეიცვლება ეს ყავისფერი და რამდენ ხანში? რა ფერი, ტონი ან სტილი ჩაანაცვლებს მას?

არ ვიცი რა ფერი ჩაანაცვლებს, არ მიფიქრია ამაზე, თუმცა დღეს ფოტოებში ფერები დაწეულია და აღარ ჭარბობს. ასე მგონია რომ ნაკლებ ტონიანი ფოტოგრაფია გადავა მაქსიმალურად ფერად ფოტოგრაფიაში.


უფრო მეტი ლევანის შემოქმედებაზე შეგიძლიათ გაიგოთ მისი ფეისბუქ გვერდიდან . 



ჟურნალისტი: გიო ბეჟანიშვილი

რედაქტორი: თამარა შოშიტაშვილი

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...