Thursday, March 22, 2018

ღამის თელავი / Night Telavi (VOL 2)







გამარჯობა.

ფოტო კოლექციების შეგროვება ჩემი დიდი ჰობია. ამ ბლოგზე უკვე ათამდე მსგავსი კოლექცია მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია, ჩემი აზრით მას რაღაც მნიშვნელოვანი სახასიათო თვისებები აქვს.

მაგალითად ის რომ ცალკე აღებული ფოტო შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს და ხალხშიც დიდი პოპულარობა მოიპოვოს, თუმცა კოლექციაში მოხვედრილმა სულ სხვა ელფერი და თვისებები შეიძინოს.

კოლექციების აწყობის პროცესი შემიძლია თავისუფლად შევადარო ხილის ტორტის გაკეთებას. როცა შენ გაქვს ბევრი უგემრიელესი ხილი, რომელიც ცალ-ცალკე გადასარევ გემოებს შეიცავს, მაგრამ თუ ამ გემოებს სწორად შეუსაბამებს ერთმანეთს - უგემრიელეს ხილის ტორტს მიიღებ.

ჩემი აზრით ეს ერთგვარი გამოფენაცაა. სხვათაშორის ბოლო დროს იმატა კითხვებმა, თუ როდის იქნება "უცხოგრაფის" გამოფენა. ეს პოსტი კი ერთ-ერთი პასუხია. ესააა გამოფენა, აქ და ახლა. თანაც არა დროებითი, არამედ პერმანენტული და უფრო ხელმისაწვდომი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ახალ გამოფენაზე. იმედია მოგეწონებათ ეს ახალი "ხილის ტორტი" და არც გაზიარებასა თუ კომენტარებს დაიშურებთ.

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ღამის ჯადოსნურ თელავში.






































































 













პ.ს. ღამის თელავის წინა, პირველი ნაწილის ხილვა შეგიძლიათ აქ.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...