Saturday, March 17, 2018

თელავი VS გაგრა - სპორტული ფოტორეპორტაჟი






ეს ჩემი პირველი პროფესიონალური საფეხბურთო ფოტორეპორტაჟია.

ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული სპორტული ფოტოგრაფიით, თუმცა რატომღაც ჩემმა კომერციულმა საქმიანობამ სულ სხვა ჟანრებში მომახვედრა.

არადა ნამდვილად საინტერესო და აზარტულ რამეს დავკლებივარ ეს მთელი წლები. თამაშზე რომ დავდექი და თან გავიაზრე ერთადრეთი ვიყავი ვინც თელავის გუნდისათვის იღებდა ფოტოებს,  პასუხისმგებლობამ და სპორტულმა ჟინმა ერთიანად იჩინა თავი. ჯერ ერთი რომ ორმაგად ამაყი ვიყავი, რადგან ჩემივე ქალაქის გუნდს ვუღებდი და მეორეც ამას სატესტო რეჟიმში ვაკეთებდი და მომავალში შეიძლება უფრო აქტიურად ჩავერთო სპორტულ ფოტოგრაფაიასა და თელავის საფეხბურთო კლუბის ცხოვრების გაპიარებაში.

ვცდილობდი ნაწილობრივ მუსიკისთვის და თან ქომაგებისთვისაც მომესმინა. ყურსასმენებში ხშირად აღწევდა აგუგუნებული სტადიონი და ქომაგი კლუბის "კახის" ხმები.

გოლი რომ გაიტანა თელავმა და აღნიშნა, მერეღა გავიაზრე რომ გოლი დავიჭირე. არადა ავტომატურად გამექცა ხელიც და თვალიც ფლანგური ჩაწოდებიდან და თითქოს არასაგოლე მომენტში მაინც მოვახრხე, სულ პირველი თამაშის პირველი გოლის დაჭერა.

დანარჩენი როგორ და რანაირად წავიდა თქვენც ნახავთ ფოტოებიდან.

სუბიქეტურად უნდა ვთქვა რომ მეწყინა ანგარიში 1:1. ჩვენები ნამდვილად იმსახურებდნენ მოგებას. იმედს ვიტოვებ შემდეგ თამაშზე აუცილებლად მოიგებენ და გოლებს და გამარჯვებებსაც ისევ მე დავაფიქსირებ.

პ.ს. აქვე მოგიწოდებთ შემდეგ მატჩზე, 30 მარტს ჩოხელის სტადიონზე მოხვიდეთ და უგულშემატკივროთ ჩვენებს, რომლებიც თამაშს "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ გამართავენ.


 
















































































































































ავტორი: გიო ბეჟანიშვილი




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...