Sunday, March 4, 2018

კვირის სეირნობები vol. 5 - თელავი (2018)




"კვირის სეირნობები" გრძელდება.

ეს ის ფოტოსერიაა, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტია ჩემთვის და თან ინსპირაციასაც მაძლევს.

ზოგადად ქალაქის ჩაწერა, არამხოლოდ ფოტოგრაფიას, არამედ ისტორიასაც უკავშირდება და ახლა რომ დავეხეტები და ხალხი გაოცებული მიყურებს ვიცი მომავალში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ისე საოცარია, ზოგს ტურისტი ვგონივარ, მიუხედავად იმისა რომ უკვე 32 წელია ამ ქალაქში დავაბიჯებ. ზოგსაც მოცლილი ფოტოგრაფი, რომელსაც თუ ნასვამიც ხარ,შეგიძლია დაუძახო და ფოტოც შეუკვეთო. ისიც გამოგიჩხლაკუნებს-აბა რას იზამს.

ამ ნაწილში შევეცადე სხვადასხვა გორები და შემაღლებული ადგილები გამომეყენებინა, რათა უფრო მეტი დამენახა. თან მზეც უკვე ჩასვლას აპირებდა და ფერებიც საინტერესოდ იღვრებოდა ქუჩებსა და სახლის კედლებზე.

იმედს ვიტოვებ მოგეწონებათ და უწინდებურად დააკომენტარებთ რომელი იყო ყველაზე გამორჩეული ფოტოები თქვენი გემოვნების მიხედვით.

ასევე მიხდება იმის მოწოდებაც, რომ გააზიაროთ. როგორც იცით მეც და უცხოგრაფის ბლოგერები, მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ, რათა თვითონ ბლოგი, რომელიც საცაა 4 წლის გახდება,უფრო დიდი გაიზარდოს და მეტის საშუალება მოგვცეს, ვიდრე ახლა. უფრო მეტის წერისა და მოთხრობის. ასე რომ გაგვაზიარეთ.

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ მზიან თელავში.





















































ფოტოგრაფი და ავტორი: გიო ბეჟანიშვილი



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...